ღალატის კომისიის
თითოეული წევრი მეორე
თაობის საბჭოთა ჯალათთან,
თეა წულუკიანთან ერთად
დაისჯება, პასუხს აგებს
ქართული სახელმწიფოს და
დამოუკიდებელი ქართული
მართლმსაჯულების წინაშე,
დიახ, ღალატის კომისიის
თითოეული წევრი
აღმოჩნდება საბრალდებო
სკამზე და ეს ძალიან მალე
მოხდება, – ამის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარემ, თინა
ბოკუჩავამ ბრიფინგზე
განაცხადა.მისი თქმით, ეს
არის საქართველოს
ისტორიის რუსული ვერსიით
გადაწერის მცდელობის
ბინძური კომისია.„ეს არის
კომისია, საქართველოს
ისტორიის რუსული ვერსიით
გადაწერის მცდელობის
ბინძური კომისია. ეს არის
კომისია, რომელიც მიზნად
ისახავდა არა მხოლოდ
საქართველოს
დადანაშაულებას ომში,
არამედ იმ დროინდელი
უმაღლესი მთავარსარდლის,
მიხეილ სააკაშვილის
დადანაშაულებას, რომელიც
სწორედ პუტინის დაკვეთით
დღესაც იხდის სასჯელს, რომ
შექმნა თანამედროვე,
წარმატებული ქართული
სახელმწიფო და ეს
სახელმწიფო არ დაუთმო
მტერს 2008 წელს. დიახ, ეს არის
პუტინის დაკვეთით, რუსეთის
დაკვეთით შექმნილი რუსული
კომისია რუსული
ამოცანების და რუსული
მიზნების შესასრულებლად,
ეს არის ღალატის კომისია,
რომლის თითოეული წევრი და
არა მხოლოდ, მეორე თაობის
საბჭოთა ჯალათი – თეა
წულუკიანი, რომლის
თითოეული წევრი დაისჯება
და პასუხს აგებს ქართული
სახელმწიფოს და
დამოუკიდებელი ქართული
მართლმსაჯულების წინაშე.
დიახ, ღალატის კომისიის
თითოეული წევრი
აღმოჩნდება საბრალდებო
სკამზე და ეს მოხდება
ძალიან მალე ქართველი
ხალხის მიერ მოტანილი
ცვლილებების შედეგად,
რომელსაც მოვიტანთ, დიახ,
მშვიდობიანი რევოლუციით“,
– განაცხადა თინა
ბოკუჩავამ.მისი თქმით,
ბიძინა ივანიშვილს სიტყვა
რევოლუციის ძალიან ეშინია
და სწორადაც ეშინია, რადგან
ნამდვილი სახალხო
რევოლუცია არის ხალხის
კონსოლიდაცია, ხალხის
ერთიანობა და ხალხის ძალის
მოქმედებაში მოყვანა.„ეს
არის ნამდვილი სახალხო
რევოლუცია, ერთი ქალის
რევოლუციაა ივანიშვილის
რეჟიმის წინააღმდეგ – მზია
ამაღლობელი, რომლის ბრძოლა,
გაუტეხელობა ნამდვილად
იქცა ამ ბრძოლის სიმბოლოდ
და რომლის სიჩუმე ხანდახან
ყველა ყვირილზე უფრო
ხმამაღალია. ძალიან
საგულისხმოა, რომ სწორედ
დღეს ერთ-ერთი ამ ბრძოლის
სიმბოლოს განაჩენი
დაამთხვია ივანიშვილის
რეჟიმმა მისი წარმოდგენით
განაჩენს ქართული
სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ჩვენ ძალიან კარგად უნდა
გვესმოდეს, რომ შეიგნონ
ივანიშვილმა და მისმა
ამფსონებმა – უსამშობლო
უღირებულებო მონებო, ფულზე
დახამებულებო, ვერასოდეს
შეიგრძნობთ სამშობლოს
სიყვარულის ძალას“,
განაცხადა თინა
ბოკუჩავამ.მისი თქმით,
„ნაციონალური მოძრაობა“
ყოველთვის იქნება ქართული
სახელმწიფოს გადარჩენის
ბრძოლის ავანგარდში,
მთავარი ფლაგმანი იქნება
და მოიტანს ცვლილებებს
ქვეყნისთვის ქართველ
ხალხთან
ერთად.„ნაციონალური
მოძრაობა“, რომელმაც
პრეზიდენტ სააკაშვილთან
და მის გუნდთან ერთად
შექმნა თანამედროვე
სახელმწიფო, ყოველთვის
იქნება ქართული
სახელმწიფოს გადარჩენის
ბრძოლის ავანგარდში,
ყოველთვის იქნება ამ
ბრძოლის მთავარი ფლაგმანი
და, რაც არ უნდა წეროს და
იკითხოს მეორე თაობის
საბჭოთა ჯალათმა, თეა
წულუკიანმა, სწორედ ეს ძალა
მოიტანს ცვლილებებს ჩვენი
ქვეყნისთვის ქართველ
ხალხთან ერთად.
„ნაციონალური მოძრაობა“
ვართ ადამიანების გუნდი,
რომლებსაც გვაერთიანებს
იდეა – ერთიანი, ძლიერი,
დამოუკიდებელი,
წარმატებული, ევროპული,
ქართული სახელმწიფოს იდეა
და ქართული სახელმწიფოს
იდეა უკვდავია, მარადიულია.
მას ვერაფერი დააკლო
პუტინმა და ვერაფერს
დააკლებს ივანიშვილის
მონები. დღევანდელი
დასკვნა ვერაფერს
დააკლებს ჩვენს საერთო
ბრძოლას, ეს არის სამშობლოს
მოღალატეების საბრალდებო
დასკვნა, განაჩენი, რომელთა
მოღალატეობრივ
მმართველობას აუცილებლად
დაამხობს ქართველი ხალხი.
ამ ბრძოლაში ყველაზე სანდო,
საიმედო, ძლიერი და უღალატო
ქართველი ხალხის იქნება
„ნაციონალური მოძრაობა“,
რომელიც ივანიშვილის
რეჟიმმა ვერ დაშალა, ვერ
გატეხა, ასე იყო სულ, ასე
არის დღეს და ასე იქნება
ქართველი ხალხის
გამარჯვებამდე.
თავისუფლება მიშას,
თავისუფლება მზიას,
თავისუფლება ნინოს და
თავისუფლება ყველა
პოლიტპატიმარს. ბოლოს
მაინც ჩვენ მოვიგებთ,
ღმერთი ფარავდეს
საქართველოს“, – განაცხადა
თინა ბოკუჩავამ.