ზოგიერთს ყველგან მიშა ნუ
გელანდებათ. მეოთხე წელია,
პუტინის ტყვეა და პუტინის
მონებისგან ამ ქვეყნის
დახსნა უნდა, დემოკრატიული
ძალების ერთმანეთის ჭამით
ეს არ მიიღწევა, – ასე
ეხმაურება „ნაციონალური
მოძრაობის“ თავმჯდომარე
თინა ბოკუჩავა
„ფედერალისტების“
ერთ-ერთი ლიდერის, თამარ
ჩერგოლეიშვილის
პოსტს.როგორც ბოკუჩავა
აღნიშნავს, მიხეილ
სააკაშვილი თავისუფლებასა
და სიცოცხლეს სწირავს
ქვეყნის პუტინისგან
გათავისუფლებას.„ზოგიერთს
ყველგან მიშა ნუ
გელანდებათ. მეოთხე წელია,
პუტინის ტყვეა და
ერთადერთი რამ უნდა –
პუტინის მონებისგან ამ
ქვეყნის დახსნა, ამას
სწირავს თავისუფლებას და
სიცოცხლეს. დემოკრატიული
ძალების ერთმანეთის ჭამით
ეს არ მიიღწევა. წერტილი“, –
წერს ბოკუჩავა.ცნობისთვის,
„ფედერალისტების“
ერთ-ერთი ლიდერმა, თამარ
ჩერგოლეიშვილმა სოციალურ
ქსელში დაწერა:
„სინამდვილეში ბურჭულაძე
მიშას „კუკლაა“ და სხვა
ოდიოზურ ფიგურებთან ერთად
იყენებს ყველა ერთობის
ასარევად, სადაც მიშა არაა
ცენტრში, ამას ემსახურება
ეს კლოუნადა“. ამასთან,
მოძრაობა „რუსთაველის
გამზირის“ ლიდერმა, პაატა
ბურჭულაძემ განაცხადა, რომ
4 ოქტომბერი არ იქნება
უბრალოდ პროტესტის თარიღი,
ეს იქნება ისტორიული
გამარჯვების დღე.