კანდიდატის დასახელების ბოლო ვადა არის 4 სექტემბერი... შესაბამისად, იქამდე გვაქვს კონსულტაციები - ვიკა ფილფანი

Primetime.ge 16 საათი წინ 9
კანდიდატის დასახელების ბოლო ვადა არის 4 სექტემბერი... შესაბამისად, იქამდე გვაქვს კონსულტაციები - ვიკა ფილფანი
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე, დაახლოებით, 2 თვე რჩება. მმართველი გუნდი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია."ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თბილისთან ერთად, მოიგებენ 64-ივე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.მათივე შეფასებით, კახა კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა. პრეზენტაციისთვის ემზადებიან ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს."ლელოს" და გახარიას გუნდს, სავარაუდოდ, დედაქალაქში საერთო კანდიდატი ეყოლებათ. პარტიებს კანდიდატის დასახელებისთვის ვადა 4 სექტემბრამდე აქვთ.პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, ზოგ მუნიციპალიტეტში შეთანხმებულ, ზოგან კი, საერთო კანდიდატს წარადგენენ."კონსულტაციები გვაქვს, ვმუშაობთ ძალიან ბევრ ადამიანთან, ვესაუბრებით ბევრ სხვადასხვა ადამიანს. კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი ახლა ნაადრევია. კანდიდატის დასახელების ბოლო ვადა არის 4 სექტემბერი, შესაბამისად, იქამდე გვაქვს კონსულტაციები.მუნიციპალიტეტში გვეყოლება ნეიტრალური, ზოგიერთთან გვეყოლება შეთანხმებული კანდიდატი. ვმსჯელობთ და ვზომავთ ამ ადამიანების, შესაძლებლობებს და რეიტინგებს, ველაპარაკებით ხალხს და ხალხის თვალსაზრისით გადავწყვეტთ, ბოლოს ვინ იქნებიან კანდიდატები", - განაცხადა ვიკა ფილფანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია