თინა ბოკუჩავა: ვულოცავ ბადრის და მამუკას თავისუფლებას და მივმართავ მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და უარი თქვან 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე

Primetime.ge 2 საათი წინ 7
თინა ბოკუჩავა: ვულოცავ ბადრის და მამუკას თავისუფლებას და მივმართავ მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და უარი თქვან 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პრეზიდენტის მიერ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას ეხმაურება.ბოკუჩავა ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში.„ჯერ კიდევ 5 ივლისს ვწერდი, რომ მიხეილ ზებრა ყაველაშვილი შეიწყალებდა ლელოს ლიდერებს, რათა მათ ბოლომდე გარიგებულის მანტია მოარგოს, პუტინის ჩვეული ტაქტიკით, გარიგებაზე დაიყოლიოს და შემდეგ ბოლომდე „გააფუჭოს“.ვულოცავ ბადრის და მამუკას თავისუფლებას და მივმართავ მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და უარი თქვან 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე!არ უღალატოთ საერთო ბრძოლას! ამ შემთხვევაში პიროვნული, პოლიტიკური და ეროვნული ღირსების შენარჩუნება სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე გადის!გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად!“, - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
სრულად წაიკითხეთ სტატია