თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, რომელმაც ხელი შეუწყო ამ მავნებლურ პოლიტიკას, ამის გამოხატულებაა ეს სანქციები - ბექა ლილუაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 7
თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, რომელმაც ხელი შეუწყო ამ მავნებლურ პოლიტიკას, ამის გამოხატულებაა ეს სანქციები - ბექა ლილუაშვილი
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ესტონეთისა და ლიეტუვის გადაწყვეტილება, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს, გამონაკლისი არ იქნება.მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ ინდივიდუალური, პერსონალიზებული სანქციებით ცალკეულ ადამიანებს დააკისრონ პასუხისმგებლობა იმ "მავნებლურ პოლიტიკაზე", რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს."პასუხისმგებლობები იმ მავნებლურ პოლიტიკაზე, იმაზე, რომ ქვეყნის კონსტიტუციის არაერთი ჩანაწერი იქნა დარღვეული, თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, რომელმაც ამას ხელი შეუწყო და ამის გამოხატულებაა ეს სანქციები.ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები ინდივიდუალურად შეძლებენ, რომ ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა სხვადასხვა ფორმით დააკისრონ და ამის გამოვლინება ვნახეთ ჩვენ ესტონეთისა და ლიეტუვის შემთხვევაში. ეს პროცესი გაგრძელდება და გაფართოვდება," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია