თიბისისა და „საქართველოს
ლურჯი მოცვის
მწარმოებელთა ასოციაციის”
პარტნიორობით, ბათუმში
საერთაშორისო მასშტაბის
სემინარი ჩატარდა, რომელიც
ლურჯი მოცვის წარმოებასა
და მოსავლის აღების
შემდგომ პროცესების
სრულყოფილ მართვას
ეხებოდა.ღონისძიებაზე
ასოციაციის წევრ
კომპანიებს პრაქტიკული და
თეორიული გამოცდილება
გაუზიარეს მოწვეულმა
სპიკერებმა ჩილედან,
რომელიც ერთ-ერთი ლიდერი
ქვეყანაა მსოფლიოში
მოცვის წარმოებასა და
მოსავლის აღების შემდგომ
მენეჯმენტში:საერთაშორისო
აგრონომი, სებასტიან ოჩოა,
რომელიც ექსპორტიორებს 22
ქვეყანაში უწევს
კონსულტაციებს;დოქტორი
ლუის ლუხსინგერი, Cold chain
მართვისა და ხილის
შენახვის გლობალური
ექსპერტი.სემინარზე
ისაუბრეს ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებზე,
როგორებიცაა: ნიადაგის
მომზადება, მორწყვა და
მოსავლის აღების
ოპტიმიზაცია; Cold chain
ტექნოლოგიები და
ტრანსპორტირების
სტანდარტები; ხარისხის
გაუმჯობესება და ახალ
საექსპორტო ბაზრებზე
გასვლის
სტრატეგიები.მოცვის
კულტურა საქართველოსთვის
შედარებით ახალი, თუმცა
სწრაფად მზარდი აგრარული
მიმართულებაა:
კენკროვანის ექსპორტმა 2024
წელს დაახლოებით 5 000 ტონა
შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 44%-ით გაზრდილი
მაჩვენებელია; ქვეყანაში
მოცვის ბაღები უკვე 3 ათას
ჰექტარზეა გაშენებული,
მწარმოებლები კი ბაზრების
დივერსიფიკაციასა და
მაღალშემოსავლიან
ქვეყნებში ექსპორტის
გაფართოებაზე
მუშაობენ.თიბისისთვის,
როგორც ბიზნესის #1
პარტნიორისთვის, სოფლის
მეურნეობა ერთ-ერთი
სტარტეგიული
მიმართულებაა; სწორედ
ამიტომ ბანკი მუდმივად
ხელს უწყობს სექტორში
ახალი ცოდნისა და მაღალი
სტანდარტების დანერგვას.
თიბისი აქტიურ ნაბიჯებს
დგამს მოცვის, როგორც
შედარებით ახალი კულტურის,
განვითარებისთვის
საქართველოში და ამ
დროისთვის მხოლოდ
კორპორატიულ სექტორში 300
ჰა-მდე ბაღები აქვს
დაფინანსებული.
საერთაშორისო
სემინარებისა და მსგავსი
პლატფორმების მხარდაჭერით
კი თიბისი ცდილობს, ხელი
შეუწყოს დარგის ახალ
საფეხურზე გადასვლას, რაც
საბოლოო ჯამში, ეკონომიკის
ზრდას, რეგიონების
გაძლიერებასა და სამუშაო
ადგილების შექმნას
უზრუნველყოფს.