თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბანკშია ხელმისაწვდომი

Alia 2 თვის წინ 50
თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბანკშია ხელმისაწვდომი

 

თიბისი კონცეპტი სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეშიმობაილბანკშია ხელმისაწვდომი.

კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც გაეცნობით თქვენთვის ხელმისაწვდომ შემდეგ მომსახურებებს:

ბიზნეს ლაუნჯების შეთავაზებაში გაეცნობით, როგორ უნდა ისარგებლოთ აეროპორტის ლაუნჯებით და რამდენ შესვლას ითვალისწინებს თქვენს ხელთ არსებული პრემიუმ ბარათები, როგორც თბილისის აეროპორტის კონცეპტ სივრცეში, ისე სხვა საერთაშორისო აეროპორტებში.

Fast Track მომსახურება კი საავიაციო უსაფრთხოების სწრაფ გავლას გულისხმობს.
მობაილბანკის აპლიკაციაშივე, ნახავთ ხელმისაწვდომ რაოდენობასა და პირობებს Fast Track მომსახურებაზე, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ პროცესს და დაგიზოგავთ დროს გამგზავრებისას.

განაახლეთ თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია App Store/Play Store-დან და ისარგებლეთ ინოვაციური სერვისებით.

(R)

The post თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბანკშია ხელმისაწვდომი appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია