თვითმარქვია რეჟიმს აქვს შანსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში მიიღოს წვლილი, თუ ამას არ აკეთებს, ჩვენი მიზანი იქნება, ჩამოიშალოს ხელისუფლება - გიორგი ვაშაძე

Primetime.ge 11 საათი წინ 9
თვითმარქვია რეჟიმს აქვს შანსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში მიიღოს წვლილი, თუ ამას არ აკეთებს, ჩვენი მიზანი იქნება, ჩამოიშალოს ხელისუფლება - გიორგი ვაშაძე
კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ, რა გარემოში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომ ნდობა ჰქონდეს საზოგადოებისგან და ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეული გვაქვს, რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ ნორმალურად ჩატარდეს არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.ვაშაძის თქმით, საკონსტიტუციო ჩარჩოს მხოლოდ ახალი არჩევნები დააბრუნებს.„პოლიტპატიმრები გასათავისუფლებელია რაც შეიძლება სწრაფად. შეხვედრაზე ორგანიზაციულ მექანიზმზეც ვესაუბრეთ, 29-მდე თუ 29-ის შემდეგ, რა ორგანიზაციული მექანიზმი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდნეტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად წარმართავს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს საქართველოში. პროტესტი უნდა გაგრძელდეს. დიდი მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც მონაწილეობს. ხვალ შევხვდებით და განცხადება როდის გაკეთდება, ჩამოვყალიბდებით. ორგანიზაციულ მექანიზმზე სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს, რა მექანიზმი იქნება, რომელიც წარმართავს ზოგადად იმ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს, რომელიც სჭირდება საქართველოს, რომელიც დაელაპარაკება საქართველოს ფარგლებს გარეთ პარტნიორებს. თვითმარქვია რეჟიმს აქვს შანსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში თვითონაც მიიღოს წვლილი. თუ ამას არ აკეთებს, ჩვენ ასეთ შემთხვევაში გვიწევს სხვა რეჟიმში გადასვლა, ეს სხვა რეჟიმი ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანი იქნება, ჩამოიშალოს ხელისუფლება, ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება“, – განაცხადა ვაშაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია