პოლიტიკურ შეფასებებს
არანაირი ხანდაზმულობის
ვადა არ გააჩნია, როცა
ასეთი მასშტაბის
დანაშაულებრივ
საქმიანობაზე არის
ლაპარაკი, 100 წელიც რომ
გავიდეს, იმის შეფასება
მაშინაც აქტუალური იქნება,
- განაცხადა თავდაცვისა და
უშიშროების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ,
უმრავლესობის წევრმა
თენგიზ შარმანაშვილმა 2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და მის პოლიტიკურ
თანამდებობის პირთა
საქმიანობის შემსწავლელი
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიაზე
საუბრისას.მისივე თქმით,
ასეთი მასშტაბის
დანაშაული დაუსჯელი არ
უნდა დარჩეს.„ამიტომ, ასეთი
გლობალური შეფასება
აქამდე არ მომხდარა
(ცალკეული ეპიზოდების კი).
ეს აუცილებლად უნდა
გაკეთდეს, ეს არის
აუცილებელი საქართველოს
მომავლისათვის“, - აღნიშნა
თენგიზ შარმანაშვილმა.2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
დღევანდელ სხდომაზე
კომისიის ხელმძღვანელად
თეა წულუკიანი, მდივნად კი
სოზარ სუბარი აირჩიეს.