თენგიზ შარმანაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული გამოძიება უკვე ჩატარდა და ბევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცა, ერთიანი სურათი, რა სახის დანაშაულთან გვქონდა საქმე, არ დადებულა

Primetime.ge 2 თვის წინ 40
თენგიზ შარმანაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული გამოძიება უკვე ჩატარდა და ბევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცა, ერთიანი სურათი, რა სახის დანაშაულთან გვქონდა საქმე, არ დადებულა
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული გამოძიება უკვე ჩატარდა და ბევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცა იმ წლებთან დაკავშირებით, ერთიანი სურათი, რა მოხდა ამ წლების განმავლობაში, რა სახის დანაშაულთან გვქონდა საქმე, არ დადებულა, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომასთან დაკავშირებით.მისივე თქმით, უნდა, ასეთი მასშტაბის დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.„დღეს გაიმართება საორგანიზაციო სხდომა. ავირჩევთ კომისიის ხელმძღვანელს, თავმჯდომარეს. ასევე, კომისიის მდივანს. გვექნება მსჯელობა დებულებაზე, რა წესით ვიმუშავებთ და მივიღებთ ამ დებულებასაც. სხვა საორგანიზაციო საკითხებსაც გავივლით.მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული გამოძიება უკვე ჩატარდა და ბევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცა იმ წლებთან დაკავშირებით, ერთიანი სურათი, რა მოხდა ამ წლების განმავლობაში, რა სახის დანაშაულთან გვქონდა საქმე, რა მასშტაბები ჰქონდა ამ დანაშაულს, არც პოლიტიკური და არც სხვა სახის ერთიანი დასკვნა არ დადებულა.ამიტომ, ეს აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბის დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მეორე, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ რაიმე სისტემურ დანაშაულებრივ მიმართულებას ჩამოაყალიბებს, ის რაც არ უნდა დრო გავიდეს დაუსჯელი არ დარჩება“, - აღნიშნა მან.
სრულად წაიკითხეთ სტატია