პარლამენტი დღეს
„მიგრაციის შესახებ“
კანონში შესატანი
ცვლილებების
საკანონმდებლო პაკეტს
პლენარულ სხდომაზე
განიხილავს.კანონპროექტის
მიხედვით იცვლება
საქართველოში ბინადრობის
უფლების მოპოვების წესები.
მარტივდება ქვეყნიდან
გაძევების
პროცედურა.თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილის თენგიზ
შარმანაშვილის
განცხადებით, ამ დრომდე
მოქმედი კანონით უკანონო
მიგრანტების ქვეყნიდან
გაძევების პროცედურები
დროში იყო
გაწელილი.„ძალიან რთული
იყო პროცედურა გაძევებისა
უკანონო მიგრანტებისა
საქართველოდან. იმდენად
დიდი პროცედურა იყო, რომ,
რომ დაიწყებდით ნახევარ
წელზე მეტი, შეიძლება ერთი
წელიც კი გაწელილიყო ეს
პროცედურა საქართველოდან
გაძევების. ახლა, როგორც
სისხლის სამართლის
კოდექსში, ასევე,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში არის შეტანილი
დებულებები, რომლის
მიხედვითაც სისხლის
სამართლის საკითხებზე
განაჩენში, ხოლო
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევის
საქმეში
გადაწყვეტილებებზე
შეიძლება მიეთითოს, როგორც
სასჯელის ასევე, სახდელის
სახეობად ქვეყნიდან
გაძევება“, - განაცხადა
თენგიზ შარმანაშვილმა.