საარჩევნო ადმინისტრაცია
დაინტერესებულია, ასეთი
განცხადებები არ დარჩეს
უპასუხოდ, რათა შემცირდეს
შესაძლო გავლენა მომავალი
თვითმმართველობის
არჩევნების სანდოობაზე და
საზოგადოებამ კიდევ
ერთხელ დაინახოს, არის თუ
არა ასეთი განცხადებების
უკან რაიმე მყარი
მტკიცებულება, - განაცხადა
„დღის ქრონიკაში“
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის
მოადგილემ, გიორგი
შარაბიძემ
ევროპარლამენტის სახელით
გამოქვეყნებულ
განცხადებებზე
საუბრისას.„არჩევნებიდან
გავიდა 9 თვე და
შესაბამისად, ახლა ძალიან
მნიშვნელოვანი
საერთაშორისო
ორგანიზაციის საიტზე
გამოქვეყნებულ
განცხადებაში ვიღაც
აპირებს, დაამტკიცოს
უაპელაციოდ და ფაქტების
გარეშე, რაც ვერ დაინახა და
ვერ დაამტკიცა 54 ათასზე
მეტმა საარჩევნო
ადმინისტრატორმა 2024 წლის 26
ოქტომბერს. საქმე იმაში
გახლავთ, რომ სწორედ 54
ათასზე მეტმა საარჩევნო
ადმინისტრატორი უწევდა
არჩევნებს
ადმინისტრირებას და მათ
შორის, ნახევარზე მეტი
პოლიტიკური პრტიების მიერ
იყო დანიშნული. მინდა
ვთქვა, რომ განსხვავებული
აზრის შედეგებთან
მიმართებაში, რისი
კანონიერი უფლებაც
არსებობდა, მხოლოდ 9
შემთხვევაშია
გამოყენებული 3 111 უბნიდან.
ამის შემდეგ მოხდა ყველა
ტექნოლოგიური უბნის ხელით
გადათვლა და შედეგები არა
თუ დრამატულად, ზალიან
მცირედით განსხვავდებოდა
მანქანების მიერ დათვლილი
შედეგებისგან, რაც
შედეგებზე გავლენას
ვერანაირად ვერ
მოახდენდა“, - განაცხადა
შარაბიძემ.მისივე თქმით,
აღნიშნულის შემდეგ ასევე
უამრავი შეხევდრა შედგა,
მათ შორის
ევროპარლამენტის
წარმომადგენლებთან შედგა
როგორც ცესკოში, ასევე
სხვადასხვა ფორმატში და
არსად არც ერთ ეტაპზე ასეთი
უაპელაციო გნცხადება არ
გაკეთებულა. შარაბიძემ
განმარტა, რომ ასეთი
დასკვნა ეუთო/ოდირის
დასკვნაში.ცესკომ დღეს
განცხადება გამოაქვეყნა,
სადაც შეშფოთებაა
გამოთქმული ბოლო დროს
ევროპარლამენტის სახელით
გამოქვეყნებულ
განცხადებებთან
დაკავშირებით. 26 ოქტომბრის
არჩევნები მოხსენიებულია
,,გაყალბებულად“.