საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი
თენგიზ შარმანაშვილი
ევროპარლამენტარ რიჰარდს
კოლსის განცხადებას
ეხმაურება.„ჩვენ
მიჩვეულები ვართ ასეთი
ულტრალიბერალი
ევროპარლამენტარების
არაადეკვატურ
გამონათქვამებს. ასე რომ,
ამას დიდ ყურადღებას არ
მივაქცევთ. ჩვენ რომ ასეთი
ტიპის მუქარებისა
გვეშინოდეს, აქამდე
პოლიტიკას დიდი ხნის
ჩამოშორებულები
ვიქნებოდით და ის იქნებოდა
ნამდვილი ღალატი ქართველი
ხალხისა“, - განაცხადა
თენგიზ
შარმანაშვილმა.ევროპარლამენტარი
რიჰარდს კოლსი შალვა
პაპუაშვილს პასუხობს,
რომელმაც ჟიგიმანტას
პავილიონისის და მარკო
მიხელსონის განცხადებები
გააკრიტიკა:„არ შეგეშალოს -
შენი მანევრირების სივრცე
მცირდება, როგორც
პოლიტიკურად, ასევე
დიპლომატიურად, ევროპის
მოთმინება უსაზღვრო არ
არის“.