გამოვთქვი წუხილი, რომ
ნამდვილი დებატები უნდა
იმართებოდეს, როდესაც
ასეთი საკითხი წყდება, მით
უმეტეს იმ ქვეყნის, რომლის 20
პროცენტი კვლავ
ოკუპირებულია რუსეთის
ფედერაციის მიერ, -
განუცხადა ჟურნალისტებს
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა, ევროპის
საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს
საპარლამენტო დელეგაციის
ხელმძღვანელმა, თეა
წულუკიანმა
სტრასბურგში.მისი თქმით,
საქართველოს დელეგაციის
უფლებამოსილების ცნობის
შესახებ გადაწყვეტილება
საპარლამენტო ასამბლეის
მისაღებია.„ჩვენ მოგვეცა
ჩვენი პოზიციის გამოთქმის
საშუალება, თუმცა როდესაც
ქვეყნის ბედი წყდება, ალბათ
რამდენიმე წუთში ეს არ უნდა
წყდებოდეს და ამის შესახებ
მე უკვე პლენარულ
სხდომაზეც როდესაც მომეცა
გამოსვლის საშუალება,
გამოვთქვი წუხილი, რომ
ნამდვილი დებატები უნდა
იმართებოდეს, როდესაც
ასეთი საკითხი წყდება, მით
უმეტეს იმ ქვეყნის, რომლის 20
პროცენტი კვლავ
ოკუპირებულია რუსეთის
ფედერაციის მიერ. შედგება
კენჭისყრა და იქ
გამოჩნდება, გაიმარჯვებს
ექსტრემისტი ქართული
ოპოზიცია და ჩვენს
დელეგაციას გაუშვებენ ამ
კედლებიდან, თუ ეს არ
მოხდება“, - აღნიშნა
წულუკიანმა.დღეს
სტრასბურგში ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეაზე
მონიტორინგის კომიტეტი
საქართველოს დელეგაციის
უფლებამოსილების საკითხზე
იმსჯელებს.