ეს არ არის ზურაბიშვილისა
და სააკაშვილის ფრთებს
შორის დაპირისპირება, ეს
არის იმ ადამიანების
დაპირისპირება, რომლებიც
პატრონების საკუთარ
ეფექტურობაში დარწმუნებას
ცდილობენ, – ამის შესახებ
პარლამენტის პირველმა
ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ
განაცხადა.როგორც ვოლსკიმ
აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“
თავის ნარატივს
მიჰყვება.„სალომე
ზურაბიშვილს ისეთ
სიტყვებს უწოდებდნენ და
ისე გაასწორეს მიწასთან,
ამას ვერ გაიმეორებ. დღეს
ამ პოზიციის შეცვლა
მათთვის მძიმე შედეგის
მომტანი იქნებოდა, მით
უმეტეს, სალომე
ზურაბიშვილი სააკაშვილის
როლს და ლიდერობას არ
აღიარებს. მათ შორის
შეჯიბრი მიმდინარეობს.
ნაკარნახევი პოლიტიკა და
სცენარი სხვა არის. სალომე
ზურაბიშვილი იმეორებს და
ვერ აკეთებს.
„ნაცმოძრაობამ“ კი იცის,
რომ ვერ გააკეთებს და
ამიტომ არ იმეორებს.
ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ
უფრო მარიონეტი იქნება, თუ
უცხოეთიდან მათი
ხელმძღვანელები პარტიებს
შორის თანხების
დისტრიბუციას
გადაწყვეტენ. ეს არ არის
დაპირისპირება
ზურაბიშვილისა და
სააკაშვილის ფრთებს შორის,
ეს არის დაპირისპირება იმ
ადამიანების, რომლებიც
პატრონების საკუთარ
ეფექტურობაში დარწმუნებას
ცდილობენ.
საქართველოსთვის სიკეთე
არცერთი მხრიდან არ
იქნება“, – განაცხადა გია
ვოლსკიმ.