თეა წულუკიანი: კომისიის დასკვნაში თავმოყრილია ყველა ფაქტი, რომელსაც სჩადიოდნენ „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები, დოკუმენტი, პირველ რიგში, ამით არის მნიშვნელოვანი

Primetime.ge 2 საათი წინ 1
თეა წულუკიანი: კომისიის დასკვნაში თავმოყრილია ყველა ფაქტი, რომელსაც სჩადიოდნენ „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები, დოკუმენტი, პირველ რიგში, ამით არის მნიშვნელოვანი
„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომაერემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე კომისიის მუშაობის ეტაპები შეაჯამა.წულუკიანმა ასევე განმარტა, რას დაეფუძნენ დასკვნის შედგენის დროს და რა პრინციპით მუშაობდნენ.„მინდა, შევაჯამო ის ეტაპები, რომლებიც ყველამ ერთად გავიარეთ. 5 თებერვლის შემდეგ დღევანდელი სხდომის ჩათვლით ჩვენ გავმართეთ 46 სხდომა, გამოვკითხეთ 139 პირი, მათ შორის ორჯერ გამოიკითხა ოთხი პირი. ერთი გასვლითი შეკრება, ვიზიტი გვქონდა ხონში, სადაც მოვინახულეთ ყოფილი მე-13 სასჯელაღსრულების დაწესებულება. დასკვნის შედგენის დროს დავეფუძნეთ გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, განცხადებებს, რომელთა ოდენობაც, დღეის მდგომარეობით, არის 775, განცხადებებში მოყვანილ ინფორმაციებსა და ფაქტებს. ასევე ჩვენ შევისწავლეთ ყველა საერთაშორისო ანგარიში თუ შეფასება, რომელიც ეხებოდა საკვლევ თემებს მოცემულ პერიოდში. დასკვნის შედგენისას ასევე დავეფუძნეთ ეროვნული, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და განაჩენებს, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, რომლებიც გამოცემული იყო მოცემულ პერიოდში და საკვლევ საკითხებს ეხებოდა. დასკვნა არის 400-გვერდიანი, უფრო ზუსტად, 430 გვერდია. გვერდების რაოდენობაში არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „დასკვნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი, ქმედება, რომელსაც სჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვლი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით“.„ამ დოკუმენტს როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, ნახავს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იყო ფაქტები. დიდი იმედი მაქვს, ახალგაზრდებიც გაეცნობიან მას. დასკვნაში არ არის მხოლოდ რომელიმე წევრის ან კომისიის შეფასებები, არამედ დოკუმენტში თავმოყრილია, ქრონოლოგიურად არის ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები, ინფორმაციები. ეს არის საკუთრივ ამ დოკუმენტის ღირებულება. იმედი მაქვს, მოცემული დოკუმენტი გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, ასევე შესაბამის სასამართლოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, ნამდვილი ანალიზი, კვლევა აწარმოონ და თავიანთი სამშობლოს, სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოიყენონ. ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, გაძლიერება სჭირდება და ეს მასალა გამოადგებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.წულუკიანმა ასევე განმარტა, რა თემებს შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
სრულად წაიკითხეთ სტატია