არსებობდა არაერთი
დოკუმენტი, რომელიც 2012
წლამდე იყო შექმნილი და
პირდაპირ ხელს ადებდა
ქართულ სახელმწიფოსა და
მის ჯარს, რომ არა რუსეთი,
არამედ საქართველო იყო
დამნაშავე. ასეთ
ვითარებაში გადაიბარა
„ქართულმა ოცნებამ“ ეს
საქმეები , - განაცხადა „2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებით საგამოძიებო
კომისიის“ ხელმძღვანელმა,
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა თეა
წულუკიანმა კომისიის
დღევანდელ სხდომაზე
იუსტიციის მინისტრის
მოადგილის მოსმენის
შემდეგ.თეა წულუკიანის
თქმით, ეს ყველაფერი
შეტრიალდა სიმართლისკენ
და ყველა დავა საქართველომ
რუსეთს მოუგო სწორედ
„ქართული ოცნების“
ხელისუფლების ძალისხმევის
შედეგად.„დიდი მადლობა
ბატონო ბექა. თქვენ მოკლედ,
მაგრამ ამომწურავად
ახსენით თუ რა ვითარებაში
გადაიბარა „ქართული
ოცნების“ ხელისუფლებამ 2012
წლის ოქტომბრიდან ყველა ის
სასამართლო დავა თუ
სამართლებრივი
მიმართულება, რომელიც
ეხებოდა აგვისტოს ომის
თემას. არ არსებობდა
დამაგრებული
მტკიცებულებები ან
საერთოდ მტკიცებულებები
არ არსებობდა, თუ არსებობდა
გაფანტული იყო უწყებებში.
ჰააგის მართლმსაჯულების
სასამართლოში დავა იყო
წაგებული. არსებობდა
არაერთი დოკუმენტი,
რომელიც 2012 წლამდე იყო
შექმნილი და პირდაპირ ხელს
ადებდა ქართულ
სახელმწიფოსა და მის ჯარს,
რომ არა რუსეთი, არამედ
საქართველო იყო დამნაშავე.
ასეთ ვითარებაში
გადაიბარა „ქართულმა
ოცნებამ“ ეს საქმეები და
შემდეგ, როგორც თქვენვე
დაადასტურეთ, ეს ყველაფერი
შეტრიალდა სიმართლისკენ,
ყველა დავა საქართველომ
რუსეთს მოუგო სწორედ
„ქართული ოცნების“
ხელისუფლების ძალისხმევის
შედეგად. ამას მოწმობს ის
ფაქტები, რომლებიც თქვენ
ჩამოთვალეთ და არა მხოლოდ
ეს ფაქტები, არამედ ბევრი
სხვაც, რომელსაც ნახევარ
საათში ვერ
წარმოადგენ.მინდა მადლობა
გადავუხადო ყველა იმ პირს,
ვინც ამ პროცედურაში იყო
ჩართული. დაწყებული რიგითი
პროკურორიდან,
გაგრძელებული სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის
თანამშრომლებით. რა თქმა
უნდა, თავდაცვის
სამინისტროსა და
გენერალური შტაბის
წარმომადგენლებით,
პოლიტიკური თანამდებობის
პირებით და თითოეული იმ
იუსტიციელით, რომელიც
მუშაობდა სწორედ
სიმართლის დასადგენად. აქ
მინდა ხაზგასმით გამოვყო
ამჟამად ჰააგის სისხლის
სამართლის სასამართლოში
საქართველოდან
მოსამართლე, ქართველი
მოსამართლე ბატონი გოჩა
ლორთქიფანიძე, რომელიც
მაშინ ჩემი მოადგილე
გახლდათ. ამიტომ, ყველას
დიდი მადლობა“, - აღნიშნა
თეა წულუკიანმა.