თეა ახვლედიანი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

Primetime.ge 2 დღის წინ 6
თეა ახვლედიანი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბერის ექინჯისთან შეხვედრა გამართა.სახელმწიფო მინისტრმა დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატი, პრიორიტეტები და მიზნები. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა აპარატის საქმიანობა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით, ისაუბრა იმ ძალისხმევაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერების კუთხით.თავის მხრივ, სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო მინისტრს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის.ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.შეხვედრაში ორივე მხარის დელეგაციებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ორბეი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია