თბილისის არქიტექტურის
სამსახურმა გამოაცხადა
კონკურსი მცხეთიდან,
კახეთიდან, რუსთავიდან და
მარნეულიდან, თბილისში
შემოსასვლელების
აღმნიშვნელი
არქიტექტურულ-მხატვრული
ესკიზური პროექტის
მომსახურების სახელმწიფო
შესყიდვაზე, - ინფორმაციას
თბილისის მერია
ავრცელებს.„თბილისის
მერის, კახა კალაძის
დავალების შესაბამისად,
ქალაქის დასახელების
აღმნიშვნელი
მხატვრულ-არქიტექტურული
კომპოზიციის ესკიზების
წარდგენის საკონკურსო
პირობები არქიტექტურის
სამსახურში დამუშავდა და
იგი სახელმწიფო
შესყიდვების ოფიციალური
პორტალის - ერთიანი
ელექტრონული სისტემის
tenders.procurement.gov.ge მეშვეობით
გამოქვეყნდა.ყველა
დაინტერესებულ პირს
ეძლევა საშუალება,
მონაწილეობა მიიღოს
კონკურსში და გახდეს
გამარჯვებული.დოკუმენტაციის
წარდგენის ბოლო ვადაა 2025
წლის 29 სექტემბერი“, -
აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.