თბილისის სასულიერო აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 10 თვის წინ 166
თბილისის სასულიერო აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის სასულიერო აკადემია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გარდაიცვალა სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრე კოპაძე:„თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სასწავლებლის კურსდამთავრებულის, ალექსანდრე კოპაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. პანაშვიდი: დღეს, 22 სექტემბერს თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. მისამართი: თბილისი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა 34ა.23 სექტემბერს, ორშაბათს, 16.00 საათზე, ახლად შესვენებულ ალექსანდრეს თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან გადაასვენებენ ქარელის რაიონის სოფელ დვანში. დაკრძალვა: სამშაბათს, 24 სექტემბერს, 14 საათზე ქარელის რაიონის სოფელ დვანში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.​ 
სრულად წაიკითხეთ სტატია