ვინ ღალატობს ყველაზე ხშირად?: ფსიქოლოგმა დაასახელა ყველაზე „საშიში“ პროფესია

Primetime.ge 8 საათი წინ 2
ვინ ღალატობს ყველაზე ხშირად?: ფსიქოლოგმა დაასახელა ყველაზე „საშიში“ პროფესია
ამერიკელმა ფსიქოლოგმა მარკ ტრევერსმა დაასახელა პროფესია, სადაც ღალატის დონე ყველაზე მაღალია.„ღალატის შიში ხშირად გვაიძულებს, ვეძებოთ პასუხები — ვინ ღალატობს, რატომ და როგორ ავიცილოთ ეს ტკივილი ურთიერთობაში. რა ტიპის ადამიანები არიან უფრო მიდრეკილი ღალატისკენ?  - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს ფსიქოლოგი ტრევერსი Forbes-ისთვის მომზადებულ სტატიაში.სტატიაში ფსიქოლოგი ეყრდნობა 2018 წელს ჩატარებულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს და გააანალიზეს მომხმარებლების მონაცემები გაცნობის პლატფორმიდან, გათვლილი დაოჯახებულ ან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე. გამოკითხვაში 1000-ზე მეტი მომხმარებელი მონაწილეობდა, და დასმული იყო კითხვა მათი პროფესიის შესახებ.შედეგებმა აჩვენა, რომ დაოჯახებულ ან ურთიერთობაში მყოფ ქალებს შორის, რომლებიც გაცნობის საიტით სარგებლობდნენ, ყველაზე გავრცელებული პროფესია იყო მედიცინა. გამოკითხული მომხმარებლების 23% იყო ექიმი ან მედდა. კაცებში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს შეადგენდა.„გრძელი სამუშაო საათების, მაღალი სტრესის და სტრესზე ბუნებრივი რეაქციის კომბინაცია შესაძლოა იყოს მიზეზი იმისა, თუ რატომ ეძებენ ქალები მედიცინის სფეროდან გარე ურთიერთობებში შვებას,“ — განაცხადა Ashley Madison-ის კომუნიკაციების დირექტორმა, იზაბელა მაიზმა.მოგვიანებით, 2025 წელს, ბრიტანულმა გაცნობის პლატფორმამ Illicit Encounters-მაც დაადასტურა ეს ტენდენცია: მათი თქმით, ყველაზე დიდი რაოდენობით ქალ მომხმარებლებს შორის სწორედ მედდები არიან.„ეს განცხადებები განხილვის საგნად იქცა, რადგან მონაცემები ეფუძნება ადამიანებს, რომლებმაც თვითონ აირჩიეს ასეთ საიტებზე რეგისტრაცია და ისინი ვერ და არ ასახავენ მთლიანად მთელ სამედიცინო სფეროს. დიახ, ზოგიერთი მედდა ღალატობს. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა მედდა ასე იქცევა? იმისთვის, რომ არ გავიზიაროთ ეს  სტერეოტიპები, მნიშვნელოვანია, ასეთ საკითხებს ობიექტურად მივუდგეთ,“ — ხაზგასმით აღნიშნა ფსიქოლოგმა.მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ხშირად აქვთ გრძელი და არასტაბილური გრაფიკი, რაც იწვევს სტრესს, შფოთვასა და დეპრესიას, რის დამარცხებასაც ისინი სწორედ „ ოჯახს გარეთ ურთიერთობებში“ ცდილობენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია