23 მაისს გამართულ სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.
52 წლის აბაშიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში (2003-2012) ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო და 2009 წლიდან 2010 წლამდე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა. პარტია, რომელსაც ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა, 2014 წლის 5 ნოემბრამდე ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაწილი იყო. იმ დროს აბაშიძე პარლამენტის წევრი და ვიცე-სპიკერი იყო. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რის შემდეგაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2012-2014) ალასანია პოლიტიკიდან წავიდა. ორი დღის შემდეგ, აბაშიძემ, პარტიის კიდევ ოთხ ლიდერთან ერთად, პარტია დატოვა.
2017 წლიდან 2021 წლამდე აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. 2021 წლიდან იგი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მსახურობდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/04/2025 – „ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები გამოცხადდა