"რევმატოიდული ართრიტის
სამკურნალო
მედიკამენტების
დაფინანსების"
ქვეპროგრამა ამოქმედდა.
თბილისის საკრებულოს
ჯანმრთელობის დაცვის და
სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე,
დედაქალაქის სხვადასხვა
კლინიკების
ექიმ-რევმატოლოგებს
შეხვდა და პროგრამის
მნიშვნელობაზე, მასში
ჩართვის პროცედურებზე და
განხორციელების
მექანიზმზე
ისაუბრეს.რევმატოიდული
ართრიტის სამკურნალო
ძვირად ღირებული
მედიკამენტის
დაფინანსების მისაღებად,
განცხადებას უნდა
ერთვოდეს:პირადობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი;თბილისის
მუნიციპალიტეტში
რეგისტრაციის
საინფორმაციო
ბარათი;ჯანმრთელობის
ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც
უნდა მოიცავდეს სრულყოფილ
ინფორმაციას ევროპული (EULAR)
ან/და ამერიკული (ACR)
„გაიდლაინებით“
გათვალისწინებული
კვლევების ჩატარებისა და
მათი შედეგების
თაობაზე;ინფორმაცია
გამოყენებული სინთეზური
მამოდიფიცირებელი
პრეპარატების ან/და ამავე
პრეპარატების მიმართ
წინააღმდეგ
ჩვენების/აუტანლობის
დაფიქსირების
შესახებ;კონსილიუმის
ვადიანი დასკვნა,
პაციენტისთვის შესაბამისი
მედიკამენტით მკურნალობის
ჩატარების აუცილებლობისა
და პაციენტის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის მზაობის
თაობაზე;კალკულაცია
მედიკამენტის მიმწოდებელი
ორგანიზაციიდან;სხვა
დოკუმენტი, ქვეპროგრამის
განმახორციელებლის
მოთხოვნის შესაბამისად“.