თბილისის მერია, კორპუსთან
დაკავშირებით, სადაც
ლიფტის შახტში ჩავარდნის
შედეგად 13 წლის ბიჭი
გარდაიცვალა, განცხადებას
ავრცელებს. განცხადებაში
აღნიშნულია, რომ კორპუსის
მცხოვრებლებს არაერთხელ
შეეთავაზათ "ავარიული
კორპუსების ჩანაცვლების
პროგრამაში" მონაწილეობა,
თუმცა ამ პროგრამის
განსახორციელებლად,
აუცილებელია
მცხოვრებლების 100%-ის
თანხმობა."გვინდა,
მწუხარება გამოვთქვათ
გლდანის რაიონში მომხდარი
ტრაგიკული შემთხვევის
შედეგად გარდაცვლილი
მოზარდის გამო.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა
და ახლობლებს.შემთხვევა
მოხდა ლიბანის ქუჩა N22
არსებული ე.წ. ტიტანიკის
კორპუსის სახურავზე, სადაც
მოზარდი, თანატოლებთან
ერთად, სკეიდბორდით
იმყოფებოდა. მოზარდი
სახურავიდან ლიფტის
შახტში ჩავარდა. ბავშვები
აღნიშნული კორპუსის
მცხოვრებლები არ არიან.ე.წ.
ტიტანიკის კორპუსი გასული
საუკუნის 80-იანი წლებიდან
მოყოლებული ავარიულ
მდგომარეობაშია და სწორედ
ავარიულობის გამო,
კორპუსში ლიფტი მოწყობილი
არასდროს
ყოფილა.მოსახლეობის
გამოყვანის პროცესი
თბილისის მერიამ წლების
წინ დაიწყო. მობინადრეებს
შეეთავაზათ ქირით გაყვანა
და "ავარიული კორპუსების
ჩანაცვლების პროგრამაში"
მონაწილეობა.უსაფრთხოების
მიზნით, გლდანის რაიონის
გამგეობამ მოსახლეობას
არაერთხელ შესთავაზა
ქირით უზრუნველყოფა და
მოსთხოვა დაუყოვნებლივ
გასვლა აღნიშნული
შენობიდან. მოსახლეობის
ნაწილი შეთავაზებას
დათანხმდა, ნაწილი კი რჩება
აღნიშნულ მისამართზე
საცხოვრებლად და უარს
აცხადებს ქირით
გასვლაზე.თბილისის
განვითარების ფონდი კვლავ
გამოთქვამს მზაობას,
მოხდეს კორპუსის
ჩანაცვლება თუმცა, როგორც
საზოგადოებისთვის არის
ცნობილი, ამისთვის საჭიროა
მოსახლეობის 100%-იანი
თანხმობა," - ნათქვამია
გავრცელებულ
განცხადებაში.