,,დღეს კახეთში გაიხსნა გზა,
რომელსაც დიდი
მნიშვნელობა ექნება,
როგორც რეგიონის
მოსახლეობისათვის, ისე
ჩვენი ქვეყნის
საერთაშორისო
სატრანსპორტო დერეფნების
განვითარებისათვის.
თბილისის კახეთთან
დამაკავშირებელი
მაგისტრალის პირველი,
ყველაზე გამომწვევი
მონაკვეთის მშენებლობა
დასრულდა“-ამის შესახებ
რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
მინისტრმა ირაკლი
ქარსელაძემ კახეთის 4
ზოლიანი მაგისტრალის
პირველი 35 კმ-იანი
მონაკვეთის გახსნისას
განაცხადა.კახეთის 4
ზოლიანი მაგისტრალური
გზის პირველი 35 კმ-იანი
მონაკვეთი გაიხსნა და
თბილისიდან საგარეჯომდე
ტრანსპორტი უკვე
ჩქაროსნული გზით
ისარგებლებს.მაგისტრალური
გზა სრულ შესაბამისობაშია
საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების თანამედროვე
სტანდარტებთან და
უზრუნველყოფილია
განათების
სისტემით.როგორც ირაკლი
ქარსელაძემ აღნიშნა,
თბილისი-საგარეჯოს 35
კმ-იანი, 4 ზოლიანი გზის
მშენებლობა 2021 წელს დაიწყო
და დარგის განვითარების
ხელშეწყობისთვის
შესყიდვები იმდაგვარად
დაიგეგმა, რომ ქართულ
კომპანიებს ტენდერში
დამოუკიდებლად
მონაწილეობის საშუალება
მისცემოდათ.35 კმ-იანი
მაგისტრალის სამიდან ერთი
მონაკვეთი სწორედ
ქართულმა კომპანიამ
ააშენა.თბილისი-საგარეჯოს
35 კმ-იანი საერთაშორისო
მაგისტრალური გზა
თბილისის კახეთთან
დამაკავშირებელი ძირითადი
საგზაო ქსელის და
აზერბაიჯანთან
დამაკავშირებელი
საერთაშორისო სატრანზიტო
დერეფნის ნაწილია,
რომელზეც საერთაშორისო
საავტომობილო მოძრაობა
მკვეთრად მზარდია.სიტყვით
გამოსვლისას მინისტრმა
აღნიშნა, რომ საგზაო
ინტენსივობის ანალიზის
მიხედვით,
თბილისი-საგარეჯოს
მონაკვეთზე ტრანზიტული
მოძრაობა 2023 წელს 2019 წლის,
ანუ პანდემიამდე
პერიოდთან შედარებით 135%-ით
გაიზარდა და 2022 წლიდან
ზრდის ტენდენცია
ნარჩუნდებოდა.
შესაბამისად, არსებული
ნაკადების ინტენსივობა 2
ზოლიანი საავტომობილო
გზის გამტარუნარიანობას
25%-ით აჭარბებდა და ვერ
უზრუნველყოფდა გაზრდილი
სატრანსპორტო ნაკადების
გატარებას.,,ძველი გზა
ბევრი პარამეტრით ვერ
პასუხობდა მოძრაობის
ამჟამინდელ ინტენსივობას
და მაგისტრალური გზის
მშენებლობა კრიტიკულად
აუცილებელი იყო. ახალი
მაგისტრალური გზა, სამჯერ,
ანუ 185%-ით გაზრდილი
გამტარობით, უზრუნველყოფს
არა მხოლოდ მიმდინარე,
არამედ პერსპექტიულად
მზარდი სატრანსპორტო
ნაკადების მომსახურებას.
თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზა სამჯერ
გაზრდილ გამტარობასთან
ერთად სულ მცირე
ანახევრებს გადაადგილების
დროს და ახალი მონაკვეთის
გავლას სულ რაღაც 17 წუთი
დასჭირდება “-განაცხადა
ირაკლი ქარსელაძემ.ახალი 4
ზოლიანი მაგისტრალი
გვერდს უვლის და სრულად
განტვირთავს მოძრაობას 4
ძირითად მჭიდროდ
დასახლებულ სოფელსა და
ქალაქში: ვაზიანში,
სართიჭალაში,
ნინოწმინდასა და
საგარეჯოში, რასაც ამ
დასახლებების შემდგომი
განვითარებისთვის დიდი
მნიშვნელობა ექნება.თავის
გამოსვლაში მინისტრმა
ისაუბრა კახეთის საგზაო
ინფრასტრუქტურის
განვითარებაზე და აღნიშნა,
რომ მხოლოდ ბოლო 3 წლის
განმავლობაში 600კმ-მდე
გზის რეაბილიტაცია, ხოლო 2012
წლის შემდეგ 1600 კმ-მდე გზის
მშენებლობა-რეაბილიტაცია
განხორციელდა.,,სულ რაღაც
სამი თვის წინ კახეთში
გავხსენით
ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი
მაგისტრალური გზა. კახეთის
მაგისტრალის
განვითარებისთვის,
სამუშაოები მაღალი ტემპით
გრძელდება. ჩვენი გეგმის
მიხედვით, საერთო ჯამში,
აშენდება 85 კმ-იანი ახალი
მაგისტრალური გზა
ბაკურციხემდე. გრძელდება
სამუშაოები
საგარეჯო-ბადიაურის 17
კმ-იან მონაკვეთის
მშენებლობისთვის, რომლის
დასრულების შემდეგ
კახეთის საგზაო
მიმართულების 52 კმ-იან
ყველაზე კრიტიკულ
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტი
მაგისტრალური გზით
იმოძრავებს“-განაცხადა
ირაკლი ქარსელაძემ.როგორც
მინისტრმა აღნიშნა,
ფაქტობრივად დასრულებულია
გომბორის 33 კმ-იანი გზის
რეაბილიტაცია და
გრძელდება თუშეთამდე
მისასვლელ გზაზე საგზაო
უსაფრთხოების
გაუმჯობესების ინტენსიური
სამუშაოები, რომელიც
თუშეთის გზის 65 კმ-იანი
სარეაბილიტაციო
მონაკვეთიდან 52 კმ-ზე
მიმდინარეობს.2024 წელს მთელი
კახეთის მასშტაბით, საგზაო
ინფრასტრუქტურის
მშენებლობა-რეაბილიტაციის
პროექტების ღირებულებამ
მილიარდ ლარზე მეტი
შეადგინა.