„2024 წელს, თბილისი ენერჯის
სპეციალისტებმა,
დედაქალაქში 294,773 აბონენტი
შეამოწმეს. შემოწმების
შედეგად აღმოჩნდა, რომ 3501
აბონენტი კვლავ
სიცოცხლისათვის საშიშ, ღია
წვის კამერიან, მკვლელ
გაზის დანადგარს
მოიხმარდა. ყველა
დანადგარი ქსელიდან
ჩაიხსნა ან დემონტაჟი
გაუკეთეს, - ამის შესახებ
ინფორმაციას „თბილისი
ენერჯი“ ავრცელებს და
მოსახლეობას
აფრთხილებს.კომპანიის
ცნობით, ერთ-ერთ მთავარ
პრობლემად დედაქალაქში
მოუწესრიგებელი შიდა
ქსელი რჩება.„2024 წელს
თბილისის ყველაზე საშიში
უბნების სტატისტიკა, კი
სადაც აბონენტები მკვლელ
გაზზე მომუშავე
დანადგარებს მოიხმარენ
ასეთია:ისანი - სამგორი -
ვაზისუბანი - 1349 საშიში
დანადგარი ჩაიხსნა
ქსელიდან;გლდანი-სანზონა-თემქა
797 საშიში დანადგარი
ჩაიხსნა
ქსელიდან;მთაწმინდა -
კრწანისი 547 საშიში
დანადგარი ჩაიხსნა
ქსელიდან;2024 წელს თბილისში
საშიში გაზის
დანადგარების მოხმარების
გამო, CO-თი მოიწამლა 35
ადამიანი, გარდაიცვალა
5.„თბილისი ენერჯი
გაფრთხილებთ - დაიცავით
გაზზე მომუშავე
დანადგარების უსაფრთხო
მოხმარების წესები. არ
დაამონტაჟოთ თვითნებურად
და არ მოიხმაროთ ღია
კამერიანი გაზის
დანადგარები.თუ იგრძენით
გაზის სუნი დარეკეთ 114
(თბილისი ენერჯის სწრაფი
რეაგირების სამსახური)“, -
ნათქვამია განცხადებაში.