თამო კეშელავა: შოვიც შერჩა, ხალხო. “სიმეტრიას” თქმით, პირადად ლობირებდა შოვის განაშენიანების პროექტისთვის ყაზახეთიდან ფულის წამოღებას და შესაბამისად, პირადად იცოდა საფრთხეებზე

News.ge 6 საათი წინ 2
თამო კეშელავა: შოვიც შერჩა, ხალხო. “სიმეტრიას” თქმით, პირადად ლობირებდა შოვის განაშენიანების პროექტისთვის ყაზახეთიდან ფულის წამოღებას და შესაბამისად, პირადად იცოდა საფრთხეებზე
ჟურნალისტი თამო კეშელავა:
კითხულობთ, როგორ გამოიყენა ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი და საიდან აქვს ჩარტერის ფული…
ხოო…
მე იმას ვიკითხავ, რატომ არ გამოიყენებს და რატომ არ ექნება ჩარტერის ფული?
ც შერჩა, ხალხო.
“სიმეტრიას” თქმით, პირადად ლობირებდა შოვის განაშენიანების პროექტისთვის ყაზახეთიდან ფულის წამოღებას და შესაბამისად, პირადად იცოდა საფრთხეებზე, რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე, რომ მთავრობის ლიდერია.
სამთავრობო თვითმფრინავს რატომ დაიკლებს?
33 ადამიანი ჩაიმარხა მიწაში და ისევ გავჩუმდით და ჩარტერით გაფრინდაო.
და რატომ არ იზამს, რატომ?
სინდისი შეუშლის ხელს, ნამუსი, თუ თავმოყვარეობა?
არც ერთი აქვს, ხალხო და რა შეუშლის ხელს?
ჩვენ გვკიდია ჩვენი ფული და ხმას არ ვიღებთ და უსინდისო და უთავმოყვარეო კაცი დაიცავს ჩვენ ფულს?
ჩვენ გვკიდია ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე და მას არ კიდია, ხალხო, ის იცავს თავისი შვილის სიცოცხლეს ისე, როგორც ესმის და შეუძლია.
ის აკეთებს იმას და ისე, როგორც ესმის და როგორც უნდა.
და ჩვენ?
ჩვენ ვეგუებით იმას და იმდენს, როგორც ჩვენ გვესმის და გვინდა, ხო?
ხოდა, ჩვენში ხომ არაა დღეს და ახლა პრობლემა?
ღარიბაშვილს ასე უნდა ცხოვრება, როგორც ცხოვრობს, ასე ესმის, ასე უღირს.
ჩვენ არ გვინდა ასე და მაინც ვეგუებით.
და ვის მეტი პრობლემა აქვს, მას თუ ჩვენ?
რატომ მგონია, რომ ჩვენ?
გამოვიძახეთ ხელოსანი, გააფუჭა ერთი კედელი, გადავუხადეთ მაინც, გააფუჭა იგივე კედელი მეორედ, მესამედ, მეთხუთმეტედ, ისევ ვუხდით ფულს, დაანგრია ის კედელი ბოლოს, დააზარალა ადამიანები, ჩვენ მაინც იმ ხელოსანს ვტოვებთ, ვუხდით ფულს, მერე გვეკარგება ფული საფულიდან, მერე გაყიდული გვხვდება მეორე კედელი, იმ ხელოსანს გაუყიდია, მაინც ვტოვებთ, ისევ ვუხდით ფულს, მეტს ვუხდით და თან დავძახით, იიი, სულელო, იიი, კორუმპირებულო, იიი, უსინდისო…
მერე?
იცის ეგ, იცის.
ასე უნდა, ასე მოსწონს.
ჩვენ რა გვინდა, ჩვენ?
ჩვენ ვინ ვართ, ჩვენ?
ჩვენ ვინც ვამბობთ, რომ არ გვინდა ასეთი ცხოვრება და მერე უარესად ვცხოვრობთ მეორე დღეს?
ჩვენ, ვინც ყველაფერს ვეგუებით…
ჩვენ ვინ ვართ და რა შეგვიძლია იმისთვის გავაკეთოთ, რაც გვინდა და რაც არ გვინდა?
ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენი შვილების მომავლისთვის?
ჩვენ ვის ვაბრალებთ ჩვენი შვილების უიმედობას?
ღარიბაშვილს?
“ვინ ოხერია”, ხალხო, “თვით სამოელი”?
ვერავინ დამაჯერებს, რომ კაცს, რომელსაც არ აქვს სურვილი ოჯახის და თავის, შვილების და დედ–მამის დაცვის, ქვეყნის დაცვა შეეძლება.
ვინ ოხერია, ხალხო, ვინ ოხერია “თვით სამოელი”, ჩვენ თუ მოვინდომებთ!
ბიძინამ ეგ კაცი კორუფციის ბრალდებით გაუშვა, ხალხო, პრემიერობიდან, რომ გეკითხა მაშინ და ახლა ჩვენ გვიკვირს, თავისი შვილისთვის რომ უნდა კარგი ცხოვრება, ჩვენი შვილებისთვის რატომ არ უნდაო?
სერიოზულად?
აუჰ, წითელი ხაზი გადაკვეთაო?
მერე? – ეტკინა? მოწამლა, იქნება, იმ წითელმა ხაზმა? ფეხი მოტყდა, იქნება? იმ წითელი ხაზის მეორე მხარეს თუ ჩვენ არ ვდგავართ და პასუხს არ ვთხოვთ, რაში ადარდებს რამდენ წითელ ხაზს გადაკვეთს?
ვინ ოხერია, ხალხო, ვინ ოხერია, ვინ ოხერია, ნებისმიერი, ვინ ოხერია, ჩვენ თუ ჩვენი ოჯახების და ჩვენი ქვეყნისთვის დავდგებით!
მანამდე კი, ივლიან, ასე, ჩარტერ–ჩარტერ, გაბღენძილ–გამობღენძილები, სავსე საფულეებით, ზემოდან გადმოგვხედავენ, ჩვენსას წაიღებენ და თავისად გაასაღებენ, მანამდე კედლებიც დაგვენგრევა და მთებიც ჩამოგვემხობა თავზე და კი, ამინსაც დაგვძახებენ კიდე ზემოდან, დაე, ვიაროთო, ისე, როგორც დავდივართო!
2023 წელი
გვარები სხვა, ამბავი – იგივე.
სრულად წაიკითხეთ სტატია