
ნინო ლომჯარია:
წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა.
იხილეთ საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლები:
1. კალაძის პლაკატი სააგიტაციო მასალაა – “სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი” (მუხლი 2. “ჰ” 7 ქვეპუნქტი);
2. სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება “საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით – “დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება” (მუხლი 46. პუნქტი 7.1);
3. საარჩევნო პლაკატის დაზიანება ისჯება კოდექსის 80-ე მუხლით – “უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.” (მუხლი 93, პუნქტი 4);
4. კოდექსის 80-ე მუხლი ითვალისწინებს 1000 ლარიან ჯარიმას.