
“სამი პოლიციელია დაჭრილი კი არა, სამი პოლიციელის დაჭრის საშუალება მისცა შსს–მ პირს.
შეტყობინება შევიდა ფსიქიკური პრობლემების მქონე, აგრესიულ პირზე და გაუშვეს, როგორც ჩანს, სტანდარტული ბრიგადა.
სამი პოლიციელი დაჭრა იმან დანით.
ესეც ტერორისტების ცეცხლი ხომ არ იყო, ან რამე მოულოდნელი?
ადგილზე იყო, თუ არა, სპეციალური სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ამაზე არაფერს წერენ.
მსგავსი ტიპის გამოძახებას რომ გაუმკლავდეს, მინიმუმ ორი ბრიგადა სჭირდება და აქედან, რამდენიმე პირს მაინც უნდა ჰქონდეს მსგავსი დაკავების გამოცდილება.
შსს განცხადებიდან გამომდინარე, გამიჩნდა ეჭვი, რომ იმ პირმა კი არ დაჭრა ეს სამი პოლიციელი, ეს რომ მიგეშვა, 13–საც დაჭრიდა, არა, შსს–მ ვერ განსაზღვრა საფრთხის ხარისხი და ამ შემთხვევაში, ამ სამი პირის დაჭრა შსს–ს კისერზეა.
აბა, ის პირი, ფსიქიურად შეურაცხადიაო, თავიდანვე ვიცოდიო, წერს უწყება.
გომელაური რომ გომელაურს არ მოჭრის სამართალს, ეგ ვიცი, კი.
და კიდე, ეს სიტყვა “თანნაქონი” საიდან მოვიდა, საიდან მოიტანეს?
თანნაქონი იარაღით იყოო…
ვახ, ბიჭოს.
3 პოლიციელის დაჭრის თავიდან აცილება შეიძლებოდა, უკეთ რომ დაგეგმილიყო ბრიგადის გასვლა ადგილზე?
ამ კითხვაზე ვინმეს ექნება პასუხი?
ხო, რავი, მშვიდობიანი ხალხის დასარბევად აქციაზე კბილებამდე შეიარაღებულნი მოდიან და ჯგროდ და ტიტუშკებით და…
ხოდა, სხვათა შორის, ის კაცი, ვისაც უფლება მისცეს 3 პოლიციელი დაეჭრა, იგივე მუხლით დააკავეს, რითიც მზია ამაღლობელი, რომელმაც ბევრი შეურაცხყოფის, ბევრი გინების, ბევრი მუქარის მერე, სქელკანიან სინდისზე ხელი მოუთათუნა პოლიციის ფორმიან, უკანონობის ჩამდენ პირს.
მოგი@@ანთ ორმაგი უსამართლობა.
სიბრიყვეც…
სიბრიყვე, ასეთ შემთხვევებში, დანაშაულის ტოლფასია,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.