თამო კეშელავა: სალომეს კი არ იცავს ხალხი, ინსტიტუტს და ამ ინსტიტუტს დღეს ვისი სახელი ქვია, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

News.ge 21 საათი წინ 3
თამო კეშელავა: სალომეს კი არ იცავს ხალხი, ინსტიტუტს და ამ ინსტიტუტს დღეს ვისი სახელი ქვია, დიდი მნიშვნელობა არ აქვს
“სალომე ახლა განა არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, სალომე დღეს, ახლა ვერ გამოვა სასახლიდან.
მაშინ როცა ტრამპმაც იგივე თქვა დღეს, მაშინ როცა ევროპული ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ ისაა ერთადერთი ლეგიტიმური პირი ქვეყანაში – ის ფიზიკურად ვეღარ გამოვა იმ სასახლიდან თავისი სურვილით.
გამოვა და დამთავრდება როგორც პოლიტიკოსი.
მეტიც, მგონია, რომ მისი არ გამოსვლა ერთგვარი ტესტია, რაზეა წამსვლელი ივანიშვილი და რამდენად მკაცრი უნდა იყოს პარტნიორთა პასუხი.
ასეა ახლა ეს და მე არ მიმიყვანია საქმე აქამდე.
ხოდა, დღეს და ხვალ და 29–ში განსაკუთრებულად, სალომეს კი არ იცავს ხალხი, ინსტიტუტს და ამ ინსტიტუტს დღეს ვისი სახელი ქვია, დიდი მნიშვნელობა კი არ აქვს.
ახლა რომ სალომემ ეგ ნაბიჯი გადადგას, გამოდის, მეფე კი არა, ხალხი რჩება შიშველია, პოლიტიკური კლასის გარეშე, ინსტიტუტის გარეშე და მერე, მართლა ვერავინ იპოვის მიზეზს მსოფლიოში, რატომ არ უნდა შეგვიწყვიტონ უვიზო მიმოსვლა და რატომ არ უნდა ჩაგვტოვონ იზოლაციაში ევროპისგან და მოსკოვის გარეუბნად,”- წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია