
“თუ მჯეროდეს:)
მოსამართლემ, ეკა მიშველაძეს იმიტომ ვაჯარიმებ, რომ ოჯახის ტრადიციაა და ლაშხს ჰყავს ოჯახიო.
ჰა?
დანაშული რაში მდგომარეობს, იმ თავისი კანონითაც ვერ განმარტა.
და რომ არ ჰყოლოდა ლაშხს ოჯახი?
აჰა, ოჯახი ვისაც ჰყავს იმას ეხება ეგ კანონი? თუ არ უნახავს ოჯახს, მერე რა ხდება? აი, თუ არ ეწყინა ოჯახს, მერე რა ხდება?
გამოდის, ოჯახს უნდა ეწყინოს და მაგ შემთხვევაში აჯარიმებთ და იჭერთ?
ირაკლი დგებუაძის ოჯახი გვყავს ექსპერტიზაზე წასაყვანი სასწრაფოდ, რომელიმეს ლოყა ექნება გაწითლებული.
ვაი, ჩვენს უპატრონობას, ხალხო.
უსამართლობა უსამართლობად და კიდევ ამდენი სიბრიყვის მოსმენა…
გამოდით, ერთი, ამათი მასწავლებლები და თქვით, ამათ ნიშანი როგორ დაუწერეთ და სკოლა რანაირად დაამთავრებინეთ?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.