თამთა მეგრელიშვილი: ჩამოთვლილი კომპანიები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა. ამ დროს ირკვევა, რომ ამ კომპანიებს მსხვილი შემოსავლები რუსეთის ბაზრიდან აქვთ

Primetime.ge 14 საათი წინ 3
თამთა მეგრელიშვილი: ჩამოთვლილი კომპანიები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა. ამ დროს ირკვევა, რომ ამ კომპანიებს მსხვილი შემოსავლები რუსეთის ბაზრიდან აქვთ
ჩამოთვლილი კომპანიები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა. ამ დროს ირკვევა, რომ თავად ამ კომპანიებს საკმაოდ მსხვილი შემოსავლები სწორედ რუსეთის ბაზრიდან აქვთ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ კომპანიათა ჩამონათვალს, რომლებიც საკმაოდ მსხვილ შემოსავალს რუსული ბაზრიდან იღებენ.მეგრელიშვილის განცხადებით, ამ მხილების ფონზე აღნიშნულმა კომპანიებმა უნდა გადახედონ საკუთარ განცხადებებს და ხელისუფლებისადმი არაჯანსაღი კრიტიკა საქმიანი მადლიერებით უნდა შეცვალონ.„გაგაცნობთ კომპანიების სიას, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად, მილიონობით ლარის შემოსავალს რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტ-იმპორტით იღებენ. ჩამოთვლილი კომპანიები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა.ამ დროს ირკვევა, რომ თავად ამ კომპანიებს საკმაოდ მსხვილი შემოსავლები სწორედ რუსეთის ბაზრიდან აქვთ. რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციით სარგებელი 2021-2024 წლებში შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს:შპს „ლორგო“ - 60,461,894 ლარიშპს „პსპ ფარმა“ - 49,611,158შპს „ჯეო-კოოპ“ - 47,955,624შპს „ნატურლენდი“ - 23,865,116შპს „გორგია“ - 9,048257 ლარისს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ - 9,047,787 ლარიშპს „ბეიბი ფუდი“ ჰიპი - 9,002,725 ლარიშპს „კავკას მეტალი“ - 4,102,068 ლარიშპს „კორპორაცია ქართული ღვინო“ -3,437,984 ლარიშპს „რითეილ ჯგუფი“ - მაგნიტი - 2,290,204 ლარიშპს „გეო ორგანიკს“ -2,211,445 ლარიშპს „თერმოინდუსტრია“ – 1,819,189 ლარიშპს „ცელსიუსი“- 1,474036 ლარისს „წყალი მარგებელი“ - „ნაბეღლავი“ - 1,343,496შპს „სუპერი“ - 858,476რაც შეეხება ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში, 2021-2024 წლებში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კომპანიებისთვის ასეთია:სს „წყალი მარგებელი“ - „ნაბეღლავი“ - 35,581,817 ლარიშპს „კორპორაცია ქართული ღვინო“ - 31,069,380 ლარიშპს „გეო ორგანიკს“ - 20,776,555 ლარიშპს „NUTSGE“ - 19,727,332 ლარიშპს „ვინივერია“ - 11,192,775 ლარისს „თბილღვინო“ - 9,674,708 ლარიშპს „ხეთა“- 5,067,400 ლარიშპს „ანგელ ლოჯისტიკს“ - 3,606,959 ლარიშპს „კამპა“ - 2,132,001 ლარიშპს „გემუანი“ - 1,886,946შპს „ჩირინა“ - 1,090,134 ლარიშპს „გეოპლანტი“ - „გურიელი“ - 932,121 ლარიშპს „ჯეო-კოოპ“ - 754,087 ლარისს „ენისელი - ბაგრატიონი“ - 255,012 ლარიშპს „ბარამბო“ - 192,258 ლარიამ მხილების ფონზე ვფიქრობ აღნიშნულმა კომპანიებმა უნდა გადახედონ საკუთარ განცხადებებს და ხელისუფლებისადმი არაჯანსაღი კრიტიკა საქმიანი მადლიერებით უნდა შეცვალონ,“ - წერს მეგრელიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია