თამთა მეგრელიშვილი: საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა დაიმსახურა, რაც ნიშნავს კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, კეთილსინდისიერ მმართველობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას

Primetime.ge 2 თვის წინ 66
თამთა მეგრელიშვილი: საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა დაიმსახურა, რაც ნიშნავს კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, კეთილსინდისიერ მმართველობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა დაიმსახურა.მისივე თქმით, ყოველივე ეს ნიშნავს კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს ქვეყანაში, სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის კარგ პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას.„საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა დაიმსახურა, რაც ნიშნავს კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს ქვეყანაში, სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის კარგ პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას.კეთილსინდისიერების რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ჯამში 11 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას.საქართველომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორის მიხედვით განსაკუთრებული პროგრესი განიცადა- სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველო 57 ადგილიდან 36-ე პოზიციაზე დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.საქართველომ ისეთ მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით როგორიცაა ადმინისტრაციული გამჭვირვალობა უმაღლესი შეფასება 10 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა კიდევ სხვა 10 სახელმწიფოსთან ერთად თანაბარი ქულით.ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია