2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელ საქართველოს
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, დღეს ბესო
ხარძიანის საქმის
განხილვა მიმდინარეობს,
რომელიც ერთ-ერთი
გახმაურებული საქმეა და
რთული მოსასმენია. ამ
საქმიდან იკვეთება, რომ
ბიზნესზე ზეწოლა და ამით
ბიუჯეტის შევსება ზურაბ
ადეიშვილის იდეა და
“ნაციონალური მოძრაობის”
პოლიტიკური ხელწერა იყო,-
წერს „ხალხის ძალის“ წევრი,
თამთა მეგრელიშვილი,
სოციალურ
ქსელში.მეგრელიშვილის
განცხადებით, ყველამ უნდა
გაიგოს, რომ “ნაციონალური
მოძრაობა” ხალხს ქუჩაში,
ციხეში, აწამებდა და
კლავდა.„ 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელ
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, დღეს
ბესო ხარძიანის საქმის
განხილვა მიმდინარეობს,
რომელიც ერთ-ერთი
გახმაურებული საქმეა და
რთული მოსასმენია.ამ
საქმიდან იკვეთება, რომ
ბიზნესზე ზეწოლა და ამით
ბიუჯეტის შევსება ზურაბ
ადეიშვილის იდეა და
“ნაციონალური მოძრაობის”
პოლიტიკური ხელწერა
იყო.საქმიდან იკვეთება რომ
ზურაბ ადეიშვილი პირადად
ესწრებოდა შეხვედრას,
როდესაც ბიზნესმენ ბესო
ხარძიანს კონკრეტული
ქონების დათმობასთან
დაკავშირებით ულტიმატუმი
წაუყენეს. ბესო ხარძიანის
ციხეში მოთავსების შემდეგ
კი ალექსანდრე მუხაძემ
რომელიც გიორგი უდესიანის
დავალებით მოქმედებდა
ვიქტორ ყაჭეიშვილს
დაავალა, რომ ორი
სხვადასხვა კამერიდან
გამოეყვანათ თითო
პატიმარი და მათ ბესო
ხარძიანი ეწამებინათ, თუ
ისინი ამ დავალებას არ
შეასრულებდნენ მათ
ემუქრებოდნენ
გაუპატიურებით.ბესო
ხარძიანზე ხდებოდა ზეწოლა,
საკანში შესვლა, თავში
ჩარტყმა, კარანტინში ორი
კვირით დაყოვნება და
სხვა.მძიმე იყო მისი
მდგომარეობა ციხეში სადაც
ის ყოველგვარი
კანონდარღვევით
მოათავსეს.2015 წლის 28 მარტს
ბესიკ ხარძიანს საკუთარ
საცხოვრებელ სახლთან
ჩაუსაფრდნენ და
სადარბაზოში მაყუჩიანი
იარაღიდან გასროლით,
ზურგში სასიკვდილო
ჭრილობები მიაყენეს. ბესიკ
ხარძიანი კლინიკაში
მიყვანიდან რამდენიმე
წუთში დაიღუპა. 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელ
საქართველოს პარლამენტის
დროებით საგამოძიებო
კომისიასთან ერთად მთელი
საქართველო მოისმენს ამ და
სხვა პირთა მძიმე ამბავს
რომლებსაც მიხეილ
სააკაშვილის რეჟიმის დროს
ქონება წაართვეს და ზოგი
ციხეში წამებითა და ზოგიც
შეკვეთილი მკვლელობით
მოიშორეს.ყველამ უნდა
გაიგოს რომ “ნაციონალური
მოძრაობა” ხალხს ქუჩაში,
ციხეში, აწამებდა და
კლავდა,“- წერს
მეგრელიშვილი.