პარტია „ხალხის ძალის“
წევრი თამარ ჩიბურდანიძე
საქართველოში მიმდინარე
პროცესებს სოციალურ
ქსელში
ეხმიანება.ექსპერტის
თქმით, მსოფლიოში
მიმდინარე პროცესების
პარალელურად რუსთაველის
გამზირზე მიმდინარე
პროცესები გამაოგნებელია.
მისი თქმით, ქართულმა
პოლიციამ უდიდესი
ჰუმანიზმი გამოიჩინა და
გაუგებარია დემოკრატიულ;ი
სამყაროს მითითებები
დემოკრატიულ უკუსვლასთან
დაკავშირებით.თამარ
ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ
პოლიციის ჰუმანიზმის
მიუხედავად რადიკალების
აგრესიული ქმედებები
გაღიზიანებას იწვევს
საზოგადოების ნაწილში,
რომელიც იმაზე მეტია ვიდრე
თავად რადიკალები. მისი
თქმით, საზოგადოების
უდიდეს ნაწილში ბრაზისგან
გამოწვეული აგრესია პიკს
მიაღწევს და ამას პოლიცია
ვეღარ
გაუმკლავდება.„მაშინ,
როდესაც თანამედროვე
დასავლეთი აგრესიულ
პოლიტიკას ახორციელებს,
როცა სიტყვის და
გამოხატვის თავისუფლება
თვით ევროპასა და
ამერიკაშიც მხოლოდ
ფურცელზე დარჩა
დეკლარირებული, როდესაც
ყოველდღე ვუყურებთ
საფრანგეთში, ჰოლანდიასა
და სხვა ქვეყნებში
აქციების დარბევის
კადრებს, ბუნებრივია,
გაოგნებულნი ვართ ამ
ოთხდღიანი
მოვლენებით.მსოფლიოში
გამეფებულ სისასტიკეს
ქართულმა პოლიციამ
უდიდესი ჰუმანიზმი
დაუპირისპირა, ამაზე მეტად
რით უნდა გააოცო
დემოკრატიული სამყარო?
ბუნებრივია, ყველა
აღაშფოთა იმ მტკივნეულმა
ფაქტმა, რაც ვნახეთ
რუსთაველზე, მაგრამ აქაც,
პოლიციის ხელმძღვანელობას
ვერავინ დაასწრო მწვავე
რეაგირება.როდესაც
დემოკრატიული ქვეყნების
დღევანდელი ლიდერშიპი
დემოკრატიის უკუსვლაზე
მიგვითითებენ და
პარალელურად ამ კადრებს
უყურებენ, მაინტერესებს,
საკუთარ თავთან მაინც არ
რცხვენიათ? რის ფასად უღირთ
ჭეშმარიტი დემოკრატიის
გზიდან გადახვევა და მოკლე
პერიოდზე გათვლილი
“გაყიდული პოლიტიკის”
წარმოება?მართალია,
ქართული პოლიციის
ქმედებას ყველა აფასებს,
ისიც კი, ვინც ღიად არ
აღიარებს მათ, მაგრამ ამ
ჰუმანიზმის პარალელურად
იზრდება საზოგადოების
უდიდეს ნაწილში აგრესია
მომიტინგეთა აღვირახსნილი
ქმედებების მიმართ. ნუ
დაგვავიწყდება, რომ ამ
მხარეს ბევრად უფრო მეტნი
დგანან, ვიდრე მოძალადე
ოპოზიციის. ამიტომ, ალბათ
ამაზეც უნდა ვიფიქროთ. მათ
გაბრაზებულ აგრესიაზე
პოლიციის ჰუმანიზმი ვეღარ
გაჭრის. საზოგადოების
უდიდეს ნაწილში მოთმენის
თავშეკავება პიკს აღწევს“,
- წერს თამარ ჩიბურდანიძე.