თაკო ჩარკვიანი: ამ “არ მოწონებებში” ჩვენ შეგვრჩა, წამება წვალება, სისხლი, უბედურება რუსი ოკუპანტის მიერ ნაწამები განადგურებული ხალხი და თამაშგარე მდგომარეობაში დამარცხებულ ბითურ, ტერორისტად ქცეულ რუსეთთან ორბიტაზე ჩარჩენილი საქართველო, ამ კოლაბორაციონალი “ხელისუფლებით “!

News.ge 2 საათი წინ 2
თაკო ჩარკვიანი: ამ “არ მოწონებებში” ჩვენ შეგვრჩა, წამება წვალება, სისხლი, უბედურება რუსი ოკუპანტის მიერ ნაწამები განადგურებული ხალხი და თამაშგარე მდგომარეობაში დამარცხებულ ბითურ, ტერორისტად ქცეულ რუსეთთან ორბიტაზე ჩარჩენილი საქართველო, ამ კოლაბორაციონალი “ხელისუფლებით “!
პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი :
ჩვენ ვიწვალეთ 30 წელი, მაგრამ რა ?!
ბაქო -თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, რომელმაც პრაქტიკულად გეოპოლიტიკური ფუნქცია დაუბრუნა საქართველოს, აი ეს უდიდესი პროექტი გვერდით დაგვრჩა და გოიმებივით, ჩვენს ნაწვალევზე, საქართველოს გვერდის ავლით, ჩვენ მუდამ ფარი რომ ვიყავით კავკასიის და მუდამ არდში რომ ვიყავით ,” ჩაგვიქროლა” აზერბაიჯანმა და სომხეთმა. ამ წლების მანძილზე, ვიღაცას შევარდნაძე არ მოსწონდა, მაგრამ მაინც ეს უდიდესი პროექტი მისი დამსახურება იყო და არის და ფაქტია ასე შევა ისტორიაში, ვიღაცას მიშა სააკაშვილი არ მოსწონს მაგრამ მაინც დარჩა უკვე და დარჩება ისტორიას, როგორც დასავლურ ლიანდაგზე სახელმწიფოს მშენებელი და პუტინის ნომერ პირველი პატიმარი – ესეც ფაქტია. აღარაფერს ვამბობ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ზვიად გამსახურდიაზე დამოუკიდებელი- საქართველოს მოკლულ პრეზიდენტზე . .
ამ “არ მოწონებებში” ჩვენ შეგვრჩა, წამება წვალება, სისხლი, უბედურება რუსი ოკუპანტის მიერ ნაწამები განადგურებული ხალხი და თამაშგარე მდგომარეობაში დამარცხებულ ბითურ, ტერორისტად ქცეულ რუსეთთან ორბიტაზე ჩარჩენილი საქართველო, ამ კოლაბორაციონალი “ხელისუფლებით “!
დიახ ასეა ! ამ დროისთვის ასეა და ვიმედოვნებ, რომ
ამ “ჩანჩალს ” და სირცხვილს არ დავუშვებთ, რადგან:
“დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად”.
ტვ ეთერს ვუყურებ პაშინიან-ალიევის მომავალ პოლიტ მოლაპარაკებებზე საუბარს ვუსმენ……
და ამ სტატუსს ვწერ
4 აგვისტო- “გულზეგამსკდარი” თამარ ჩარკვიანი
ხალხის მჯერა, ვიმედოვნებ რომ ბოლოს ასე იქნება – ” თავისუფლება ლომთა ხვედრია”
სრულად წაიკითხეთ სტატია