“თათია 12 დღით ჩასვეს დიღმის იზოლატორში…. არ აქვს ფანჯარა (რაღაც პატარა ფანჯრის პროვოკაცია აქვს, საიდანაც ძალიან უნდა ეცადო რომ გაიგო დაღამდა თუ არა)

News.ge 1 დღე წინ 8
“თათია 12 დღით ჩასვეს დიღმის იზოლატორში…. არ აქვს ფანჯარა (რაღაც პატარა ფანჯრის პროვოკაცია აქვს, საიდანაც ძალიან უნდა ეცადო რომ გაიგო დაღამდა თუ არა)
“გოგოებს 12 დღე რომ მიუსაჯეს, ამის მორალურ და სამართლებრივ ნაწილს აღარ შევეხები, ისედაც გასაგებია ყველასთვის თუ რასთან გვაქვს საქმე.
თუმცა თათიას 12 დღე არ აკმარეს და გადაწყვიტეს მისი უფლებები კიდე უფრო დაერღვიათ.
თათია 12 დღით გამოკეტეს არა ზაჰესში, სადაც შედარებით ადამიანური პირობებია, არამედ ჩასვეს დიღმის იზოლატორში.
ამ იზოლატორში 48 საათი მაქვს გატარებული და ისეთი პირობებია, ადამიანის მანდ 12 დღით დატოვება არის პირდაპირი მნიშვნელობით წამება.
ამ იზოლატორში არის სრული ანტისანიტარია.
ზაჰესის იზოლატორისგან განსხვავებით, დიღმის იზოლატორში ვერც ტელევიზორის საყურებლად გაიყვანენ (ზაჰესში გაყავხარ დღეში 1 საათით და უფლება გაქვს უყურო, რასაც გინდა იმას).
თათიას მეხუთე დღეა ბანაობას უზღუდავენ, ეუბნებიან წყალი გრაფიკით მოდის და ვერაო.
და ყველაფერთან ერთად არ აქვს ფანჯარა (რაღაც პატარა ფანჯრის პროვოკაცია აქვს, საიდანაც ძალიან უნდა ეცადო რომ გაიგო დაღამდა თუ არა).
ასე სჯიან სტუდენტ გოგოს, ესაა ქოცური მშვიდობა და სამართლიანობა”. – წერს გელა ხასაია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტ თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 30 მაისს შეუფარდეს
სრულად წაიკითხეთ სტატია