NATO-ს გენერალური მდივნის,
მარკ რუტეს თქმით, აშშ-ის
მიერ ირანის ტერიტორიაზე
განხორციელებული
დარტყმები საერთაშორისო
სამართლის დარღვევა არ
ყოფილა. ამის შესახებ რუტემ
ჰააგაში NATO-ს სამიტის წინ
გამართულ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.ჟურნალისტმა
მას სთხოვა კომენტარი
გაეკეთებინა ნორვეგიის
პრემიერ-მინისტრ იონას გარ
სტორეს განცხადებებზე,
რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის
დარტყმები არ
შეესაბამებოდა
საერთაშორისო
სამართალს.რუტეს თქმით,
მისი ყველაზე დიდი შიშია,
რომ ირანს ბირთვული იარაღი
ექნება.„ამიტომ, NATO-ს
პოზიცია ისაა, რომ ირანს არ
უნდა ჰქონდეს ეს იარაღი. არ
ვეთანხმები, რომ ეს
დარტყმები საერთაშორისო
სამართალს
ეწინააღმდეგებოდა“, –
განაცხადა რუტემ.მანამდე,
ნორვეგიის პრემიერმა
განაცხადა, რომ ამერიკული
თავდასხმა ირანის ბირთვულ
ობიექტებზე საერთაშორისო
სამართლის დარღვევას
წარმოადგენდა.