KASS LAND გრანდიოზული
ატრაქციონების პარკი 4
ივლისს ბავშვების
მხიარულების ეპიცენტრად
იქცევა. მხოლოდ ამ დღეს,
13:00-დან 17:00 საათამდე ყველა
ბავშვს ექნება
შესაძლებლობა, სრულიად
უფასოდ ისარგებლოს პარკის
ჯადოსნური ატრაქციონებითა
და მათთვის სპეციალურად
ორგანიზებული გასართობი
პროგრამით. KASS LAND -ი აგრეთვე
სხვადასხვა ბავშვთა
სახლების ბინადრებსაც
უმასპინძლებს და მათ
დაუვიწყარ დღეს
აჩუქებს.წალკის კანიონის
დაცული ტერიტორია საკულტო
„ბრილიანტის ხიდით“,
ებრაულ-ქართული
საინვესტიციო ჯგუფის KASS GROUP-ს
და სახელმწიფოს
თანამშრომლობის შედეგად,
რეგიონის სავიზიტო
ბარათად იქცა. წალკის
კანიონი 2025 წელს ორი
მნიშვნელოვანი სიახლით –
ატრაქციონების უზარმაზარი
პარკითა და სასტუმრო
კომპლექსით ხვდება.
„დისნეი ლენდის“
პრინციპით გაშენებული
ატრაქციონების ჯადოსნური
პარკი KASS LAND საოჯახო
გართობისთვის უკონკურენტო
ადგილია.KASS LAND რეზორტი
მოიცავს:• ვიზიტორთა
ცენტრს, კანიონში
ჩასასვლელი თანმდევი
ბილიკებით, რომელსაც
ულამაზეს კასკადურ
ჩანჩქერებამდე
ჩაჰყავხართ;• უნიკალურ
შუშის ხიდს, შუაში
დაკიდებული ბრილიანტის
ფორმის ბარით;• „ბაიკ
ზიპლაინს“ და გიგანტურ
საქანელას;• ღია
„გარდენსსა“ და დახურულ
„დაიმონდ“ რესტორანს;•
ახლად გახსნილ 55-ნომრიან
სასტუმროს, 3 „პენტჰაუზით“
და კანიონის პანორამული
ხედით;• სასტუმროს ტიპის 62
„ვილა
ჰაუსს“;ატრაქციონების
პარკი მოიცავს:• 30 მეტრზე
მოწყობილ წყლის
ატრაქციას;• გიგანტურ
სასრიალო ცისარტყელას;•
თოკების ლაბირინთს;•
აღმოსავლეთ ევროპაში
ყველაზე გრძელ ტრასაზე
მოწყობილ კარტინგს
უფროსებისთვის და
ბავშვებისთვის;KASS GROUP
საქართველოში ტურიზმისა
და ეკოტურიზმის
მიმართულებით მსხვილ
ინვესტიციებს 2016 წლიდან
ახორციელებს. ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
პროექტია წალკის კანიონის
(ყოფილი დაშბაშის კანიონი)
ტურისტული განვითარება,
რომელიც უნიკალური
გეოლოგიური და ეკოლოგიური
ზონა და დაცული ტერიტორიაა.
საინვესტიციო პროექტის
ფარგლებში შეიქმნა
თანამედროვე
ინფრასტრუქტურა, რომელმაც
რეგიონის პოპულარობა და
შესაბამისად,
სოციალურ-ეკონომიკური
განვითარება
მნიშვნელოვნად
განაპირობა. კანიონს
დღემდე 250 000-ზე მეტი
ვიზიტორი ეწვია. წლიური
ზრდის მაჩვენებელი კი 20-25%-ს
აღწევს. ობიექტი
ყოველდღიურად დაახლოებით
1000 ტურისტს მასპინძლობს. 2016
წლიდან დღემდე, KASS ჯგუფის
ინვესტიციამ საქართველოში
200 მილიონ ლარს გადააჭარბა.