„მონატრებული შვილი ჩაგიხუტებს, ზეცაში შეხვდებით ერთმანეთს...“ - თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

Primetime.ge 9 საათი წინ 3
„მონატრებული შვილი ჩაგიხუტებს, ზეცაში შეხვდებით ერთმანეთს...“ - თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
თურქეთში ქართველი ემიგრანტი, ინგა თუთარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„ოჯახის და სამშობლოს მონატრებული ინგა, ინგა, შენი მონატრებული შვილი ჩაგიხუტებს ზეცაში და შეხვდებით ერთმანეთს... (2016 წელს როცა ემიგრანტი ელენე გოქაძე მოკლეს თურქეთში მაშინ გადავიღე ლაივ ჩართვა მქონდა და იქ დასტიროდა ინგა ელენეს, ჩემი შვილი არ მომინელებია და შენ რა დამმართეო და ახლა ეს ამბავი რომ მითხრეს, მაშინვე ვიცანი ინგა)საშინელება მოხდა, არავის გვჯერა ეს შემზარავი ამბავი... ჯანმრთელი, საღ-სალამათი, ძალიან კეთილი, თბილი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ინგა, დაუჯერებელია ის, რაც მოხდა...“ - წერს სიხარულიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია