ზურაბიშვილმა საიდუმლო
გათქვა, ვითომ ოპოზიციამ
ქარტიას ხელი
დამოუკიდებლად მოაწერა,
არადა, ყველამ იცოდა, რომ
დასავლური ქვეყნების
საელჩოების ზეგავლენის
შედეგი იყო, – ამის შესახებ
აგრარულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნინო წილოსანმა
განაცხადა.მისივე თქმით,
გიორგი გახარიას მიერ
პრეზიდენტის „ქართულ
ქარტიაზე“ ხელმოწერა
დასავლური ქვეყნების
საელჩოების შედეგი
იყო.„სალომე ზურაბიშვილმა
65 წამში იმდენი საიდუმლო
გათქვა, რაზეც ოპოზიცია
სხვადასხვა ვერსიას
ავრცელებდა. მათ შორის ის,
რომ ვითომ, ქარტიის
ხელმოწერაზე
გადაწყვეტილება
დამოუკიდებლად მიიღეს.
არადა, ყველამ იცოდა, რომ ეს
დასავლური ქვეყნების
საელჩოების ზეგავლენის
შედეგი იყო, მათ შორის,
გახარიას მხრიდან ქარტიის
ბოლო ეტაპზე ხელმოწერა. რა
თქმა უნდა, ეს ამ ზეწოლის
შედეგი იყო.სალომე
ზურაბიშვილის განცხადება
ლუსტრირებას აკეთებს,
ოპოზიცია
გადაწყვეტილებებს იღებს,
როგორ მოქმედებს თავად
სალომე ზურაბიშვილი და ვის
დაკვეთას ასრულებს. ეს
ყველაფერი რისთვის არის
საჭირო, ამას ქართველი
ხალხი გადაწყვეტს“, –
აღნიშნა წილოსანა.