სალომე ზურაბიშვილის
ანტისახელმწიფოებრივი
ოპერაცია „არა-ქართული
ქარტია-ტექნიკური
მთავრობა-ჩემი პრემიერი“
ჩავარდა, ამის შესახებ რა
თქმა უნდა იცის მისმა
უცხოელმა ავტორმა, მაგრამ
ჯერ კიდევ ვერ ხვდება
"მართმადიანი" ქალბატონი, -
ამის შესახებ "ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს"
წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი,
სოციალურ ქსელში წერს.მისი
განცხადებით, ვისაც თავისი
ქარტიით ზურაბიშვილი
"ეჭიმებოდა", ზოგი აშკარად
დასცინის, მაგალითად -
"ნაციონალები", ზოგი კი,
მაგალითად "ლელო" უფრო
თაღლითურად უცხადებს, რომ
ჯერ ოპოზიცია
მოილაპარაკებს, შემდეგ კი
მასაც
მოუსმენენ.ნიკოლეიშვილი
აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ
სპექტრში ბზარები ადრეც
იყო, მაგრამ ახლა აშკარად
გამოჩნდა!"ადრეც ვამბობდი
და ახლაც სიამოვნებით
გავიმეორებ სალომე
ზურაბიშვილის
ანტისახელმწიფოებრივი
ოპერაცია „არა-ქართული
ქარტია-ტექნიკური
მთავრობა-ჩემი პრემიერი“
ჩავარდა, ამის შესახებ რა
თქმა უნდა იცის მისმა
უცხოელმა ავტორმა, მაგრამ
ჯერ კიდევ ვერ ხვდება
"მართმადიანი" ქალბატონი.
ისტორიას, პოლიტიკას,
კულტურას, სპორტს (ყველას
ჩამოთვლა ძალიან შორს
წაგვიყვანს), აქვს ერთი
ულმობელი დაუწერელი
კანონი და წესი,
ადამიანებს, რომლებსაც
თავი უფრო დიდად და სხვაზე
უფრო მაღლა წარმოუდგენიათ,
სინამდვილეში კი უფრო
ნაკლები რესურსი და
შესაძლებლობები გააჩნიათ,
ერთ მშვენიერ დღეს შორს და
სამარცხვინოდ მოისვრის
ხოლმე. პოლიტიკამ, მისგან
უკვე მოისროლა სალომე
ზურაბიშვილი, მერე რა რომ
ის ვერ ხვდება და ჯერ კიდევ
ამბიციები გააჩნია, სხვები
ხომ ხვდებიან, რომ
მოგვიანებით მას
იმპიჩმენტი, ქვეყნის
სამარცხვინოდ დატოვება ან
სულაც საბრალდებო სკამი
ელოდება. მანამდე ვისაც
თავისი ქარტიით ეჭიმებოდა,
ზოგი (ნაციონალები) აშკარად
დასცინის, ბარემ ამერიკის
მინისტრებიც შენ შეარჩიეო
და ზოგიც (ლელო) უფრო
თაღლითურად, ჯერ ოპოზიცია
მოვილაპარაკებთ და მერე თუ
დრო დაგვრჩა შენც
მოგისმენთო. ასეა,
ქალბატონო სალომე ბიაზი
გასკდა, ბზარები ადრეც იყო,
მაგრამ ახლა აშკარად
გამოჩნდა! მეტი, რა გითხრათ,
ჩემს რჩევებს არ იღებთ,
თორემ აქამდე თავად
გადადგებოდით. თქვენ არ
გეცოდინებათ, ჩვენ
ქართველებს, გვყავს
გენიოსი, დიდი აკაკი,
სხვაში რომ არ აგერიოთ,
დაგიკონკრეტებთ - აკაკი
წერეთელი! ახლა მაქსიმუმ
რაც შეიძლება გითხრათ,
არჩევნებამდე დრო არის
კიდევ და წესით მოასწრებთ,
მოკლედ აკაკის „ღამურა“
წაიკითხეთ, თუ გაიგებთ,
მიხვდებით, რომ უცხო და
მიუღებელი ხართ, არც
საქართველო და პოლიტიკა არ
არის ის ადგილი, სადაც
თქვენ უნდა იყოთ!" - წერს
ლევან ნიკოლეიშვილი.