პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ახალი არჩევნები თავად დანიშნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზურაბიშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი საბოლოოდ ჩამოიშლება.
„ეს სიტუაცია ნიშნავს, რომ აქედან გამოსვლა ხდება მხოლოდ ან რეჟიმის ჩამოშლით, თუ ბოლომდე წავიდნენ, ან დანიშნავენ თავად არჩევნებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მისი ბოლო ვიზიტის დროს, მან მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, დაეხმარონ საქართველოს ახალი არჩევნების ორგანიზებაში ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გაყალბება.
ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში. სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც „ჩიხში შევიდა“, თავად დანიშნოს ახალი არჩევნები, და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ემზადება, რეპრესიული კანონების მიღებითა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, საზოგადოება ზეწოლისა და კონტროლის ქვეშ ყავდეს.
მან განაცხადა, რომ ზუსტად უნდა იცოდნენ, როგორ ჩააატარონ ახალი არჩევნები და აღნიშნა, რომ ეს დაკავშირებულია არჩევნებისადმი მოქალაქეების ნდობის საკითხთან. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მუშაობს ოპოზიციასთან, იურისტებთან და სხვა ჯგუფებთან, რათა განისაზღვროს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს მომავალი არჩევნები.
ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აღიარებენ უცხოელი აქტორები, ხოლო ისინი, ვინც ამას აკეთებენ, ამას მხოლოდ „იდეოლოგიური მიზეზების გამო“ აკეთებენ. მისი თქმით, რეალურად „ქართული ოცნება“ სრულიად იზოლირებულია.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა მიმდინარეობს როგორც შიდა საპროტესტო აქციების, ასევე გარე ფაქტორების გამო, რომელთა შორისაა არაღიარება და სანქციები. მან აღნიშნა, რომ გზავნილები მიიღო ბიზნეს წრეებიდან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მთავარ მხარდამჭერებად ითვლებოდნენ, და ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „ჩვენ ის არ ვართ, ვინც თქვენ გგონივართ“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სანქციები უკვე მოქმედებს მათზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ადასტურებს, რომ სანქციები ჯერ კიდევ ამოქმედებამდე მუშაობს.
ინტერვიუში ზურაბიშვილმა ასევე მოუწოდა საზოგადოებას, 25 თებერვალს, 1921 წელს საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების დღეს, დიდი რაოდენობით გამოვიდნენ ქუჩაში.
ასევე წაიკითხეთ: