პარტია „ხალხის ძალის“
წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ს
ვიცე - პრეზიდენტის ჯეი დი
ვენსის ინტერვიუს
ეხმიანება, სადაც ვენსი
უკრაინაში მიმდინარე ომსა
და ომის დროს გამდიდრებულ
მაღალჩინოსნებზე
საუბრობს.ექსპერტის თქმით,
ჯეი დი ვენსის მიერ
დასახელებული სქემით
გამდიდრდა მიხეილ
სააკაშვილი და მისი
გარემოცვაც და სწორედ
ამიტომ არის აუცილებელი 2008
წლის აგვისტოს ომის
დეტალური
გამოძიება.„ანალოგიური
სქემით გამდიდრდა
სააკაშვილი და მისი
გარემოცვა, განსაკუთრებით
კეზერაშვილი.ამიტომაცაა
საჭირო 2008 წლის მოვლენების
გამოძიება და
ჭეშმარიტების დადგენა - ვინ
მოითბო ხელი საქართველოს
ოკუპაციით და როგორ
გაიყიდა ქვეყნის ეროვნული
ინტერესები.საზოგადოებისთვის
ცნობილი საერთაშორისო
რეზოლუციები და დასკვნები,
სადაც დეკლარირებულია
სააკაშვილის ხელისუფლების
დანაშაულები ზღვაში
წვეთია იმ ბუნდოვანებით
მოცულ გარიგებებსა და
კოლაბორაციებში, სადაც
იარაღით ვაჭრობიდან
დაწყებული, გაგრძელებული
სახელმწიფო ბიუჯეტის,
ქართული ჯარის ხარჯების
გამოყენებით და
ჰუმანიტარული
დახმარებების
მიზნობრიობით
დამთავრებული -
გამოსაძიებელია!ამიტომ
არის აუცილებელი ქართული
ნიურნბერგის პროცესი,
სადაც სამაგალითოდ
გასამართლდება ყველა
სახელმწიფო დამნაშავე!“, -
წერს ზურაბ ქადაგიძე
სოციალურ ქსელში.