,,ხალხის ძალის" წევრი ზურაბ
ქადაგიძე ქცევის ანალიზის,
სტრატეგიისა და
კომუნიკაციების გუნდის (BISC
Partners) მიერ ჩატარებულ
კვლევას ეხმიანება და
აღნიშნავს, რომ კვლევის
არასერიოზულობა იმაში
გამოიხატება, რომ 1 200000
ამომრჩევლიდან, 20 კაცი
შეურჩევიათ და ისე
გამოუკითხავთ, რომ მილიონი
ადამიანის ფსიქოლოგიური
სურათი მიუღიათ.მისივე
თქმით, "ენჯეოშნიკებში"
იმდენად უსუსურ
მდგომარეობაში არიან
ჩავარდნილები, ცდილობენ
გადაფარონ საკუთარი
უიმედობა და
უპერსპექტივობა."ვერაფერს
უხერხებენ პოლიტიკურ
"სტატუს-კვოს" და ახალი
სიგიჟე
გამოაცხვეს.რომელიღაც "
ვოუქერ", "სმარტ
აბრევიატურის" მქონე
ორგანიზაციას, კვლევა
გააკეთებინეს და
ხელისუფლების
ამომრჩეველთა
ფსიქო-სოციალური
მდგომარეობა
შეაფასეს.კვლევის
არასერიოზულობა იმაში
გამოიხატება, რომ 1 200000
ამომრჩევლიდან, 20 კაცი
შეურჩევიათ და ისე
გამოუკითხავთ, მილიონი
ადამიანის ფსიქოლოგიური
სურათი მიუღიათ ))))საკუთარ
თავს უფრო აჯერებენ, ეს
საცოდავები ალბათ, ან
დონორებზე ნადირობენ - აი
ასეთი პროფესიონალი გუნდი
გვყავს, 20 კაცით, 1 200000 კაცის
შეფასება
შეგვიძლიაო...თუმცა, უფრო
სხვა პრობლემაა ამ
"ენჯეოშნიკებში" - იმდენად
უსუსურ მდგომარეობაში
არიან ჩავარდნილები, რით
გადაფარონ საკუთარი
უიმედობა და
უპერსპექტივობა, იმას
ცდილობენ.იმის მაგივრად,
რომ საკუთარი რეალობა და
რადიკალური ოპოზიციის
უუნარობა შეაფასონ,
"ჟონგლიორობით" ცდილობენ,
ხელისუფლების ამომრჩევლის
მოგონილი ფსიქო-სოციალური
მდგომარეობით ახსნან,
მათთვის მიუღებელი
"სტატუს-კვო".არა და -
ოპოზიციის ამომრჩეველი,
რომ გამოეკვლიათ ჯერ და
გაერკვიათ - რა აიძულებს
ადამიანს, გვარამია და
ზურაბიშვილი, მელია და
ხაბეიშვილი, გუბაზი და
სააკაშვილი ერთად აერჩიათ
უფრო არ გაარკვევდნენ, რა
განაპირობებს კოლექტიური
ოპოზიციის ჭაობში ყოფნასა
და მათ უნიათობას?" - წერს
ზურაბ ქადაგიძე.