
დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
“რუსეთს ომს რას მოუგებ ბიძი” – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია რუსეთზე, რასაც ტრამპიდან დაწყებული ბევრისგან გაიგებ. სხვადასხვა ვარიაციებით.
მაგრამ რეალობაში, ყველა დიდ ომში, რომელიც რუსეთის ხსენებისას გახსენდებათ, რუსეთმა მხოლოდ მოკავშირეებთან ერთად იმარჯვა:
● დიდი ჩრდილოეთის ომი (1700–1721) – ომი შვედეთთან. შვედეთის მეფემ, კარლოს XII-მ პირწმინდად დაამარცხა ნარვას ბრძოლაში პეტრე პირველი (1700 წელს), მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა პოლონეთსა და საქსონიასთან ეომა, რამაც რუსეთს მისცა ამოსუნთქვის და ძალების მოკრების საშუალება. და მხოლოდ შემდეგ დაამარცხა პეტრემ შვედები პოლტავაში. ისიც სათქმელია, რომ პოლტავაში რუსებს შვედებზე 2-ჯერ მეტი ჯარი ჰყავდათ. შვედების მეფეც დაჭრილი იყო და პირადად ვერ უხელმძღვანელა ბრძოლას. მაგრამ მოგება მოგებაა – უბრალოდ მოკავშირეებით მოიგეს.
● ნაპოლეონის ომები (1803–1815) – ნაპოლეონი დაამარცხა საკუთარმა ზედმეტმა ამბიციებმა და დიდმა ბრიტანეთმა. ბრიტანეთმა ჯერ ზღვაზე დაამარცხა ნაპოლეონი, მერე ესპანეთში და ბოლო, გადამწყვეტი, ვატერლოოს ბრძოლა კი გაიმართა ნაპოლეონის ჯარსა და დიდი ბრიტანეთის, გერმანული საჰერცოგოების და პრუსიის გაერთიანებულ ძალებს შორის. ველინგტონს და ბლუხერს ეომა ბოლო-ბოლო ნაპოლეონი ვატერლოოში და არა ჟუკოვს და ვატუტინს. აი მანამდე კი, რუსების ნაქებ კუტუზოვს სულ კუდით ქვა ასროლინა აუსტერლიცის ბრძოლაში.
● მეორე მსოფლიო ომი (1941–1945) – სტალინიც კი აღიარებდა და ჟუკოვიც მოკავშირეების დახმარების და “ლენდ ლიზის” გადამწყვეტ როლს ჰიტლერის დამარცხებაში. ნუ გამოხტებით აქ “ექსპერტები” – მაგ ორზე დიდი ავტორიტეტები მაინც არ იქნებით 

ის, რომ რუსეთმა ამ ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო, ეგეც ტყუილია. და სიმართლეც რომ იყოს, ეგ “ომი რუსებმა მარტო მოიგეს” სასარგებლო არგუმენტი არანაირად არაა. ზოგადად “დიდი დანაკარგები” არ ნიშნავს, რომ ომი მოიგე, უბრალოდ ნიშნავს რომ ბევრი დაკარგე.
დანაკარგების მხრივ კი საბჭოთა კავშირში ყველაზე მეტი ბელარუსმა დაკარგა – მოსახლეობის 25%, უკრაინამ 16%, რუსეთმა 13%. ჩვენ 8.5-9%. საერთოდაც – ყველაზე დიდი დანაკარგები მეორე მაოფლიო ომში პოლონეთმა მიიღო, რომელიც 1939 წელს გერმანიის და საბჭოთა კავშირის ერთდროული თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა.
აი “ეფექტიანად” კი მაგ ომში გერმანიამ იომა. რესურსი არ ეყოთ, თორემ დღეს კაცმა არ იცის სად იქნებოდა კაცობრიობის ისტორია.
● საბჭოთა-იაპონიის ომი, 1945 – კვანტუნის არმიის დამარცხება. რაც ერთიანად მოკავშირეთა საომარი ძალისხმევის ნაწილი იყო, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით განხორციელდა უშუალოდ ეს ეტაპი. ეს ოპერაცია 1945 წლის 9 აგვისტოს დაიწყო, რამდენიმე საათში ამერიკელებმა მეორე ატომური ბომბი ჩამოაგდეს და იაპონიის ამბავი უკვე ყველანაირად დასრულებული იყო.
ომები, რომლებიც რუსეთმა წააგო:
● ყირიმის ომი – 1853-1856 – დაახლოებით უკრაინასავით დაიწყო. რუსეთმა მე ვინ უნდა გამაჩეროსო და მიიღეს დინგში. ომის წაგების ერთ-ერთი მიზეზი იყო ტექნოლოგიური ჩამორჩენა და საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა.
● რუსეთ-იაპონიის ომი – 1904-1905 – დაიწყო ფრაზით “პატარა და ძლევამოსილი ომი” გვჭირდებაო, მაგრამ “წაასხეს სახელოვნად. “ცუსიმას ბრძოლა” დაძებნეთ ინტერნეტში. ან პორტ-არტური და პიპინია ერისთავი თუ გახსოვთ “არაჩვეულებრივი გამოფენიდან”, ეგეც მაგაზეა. მაგ წაგებულ ომში გაასწრო პიპინიამ საკუთარ ცხენს.
● პირველი მსოფლიო ომი – ძლიერი მოკავშირეების მიუხედავად, პრაქტიკულად დაიშალა რუსეთის იმპერია, იმდენად ბევრი რესურსი წაიღო; იძულებული გახდა ომიდან გასულიყო და ბრესტ-ლიტოვსკის ზავი გაეფორმებინა გერმანიასთან.
● ომი ესტონეთთან – 1918-1920 – პატარა ესტონეთთან ომის წაგება და “ტარტუს შეთანხმება”;
● ომი პოლონეთთან – 1919-1921 – “ვისლას სასწაული” და საბჭოთა არმიის დამარცხება პილსუდკის მიერ. დასრულდა “რიგის შეთანხმებით”, რითაც პოლონეთმა მიიღო ტერიტორიები და შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. მხოლოდ ჰიტლერის წყალობით მოხდა პოლონეთის დამარცხება – 1939 წელს;
● “ზამთრის ომი” – იგივე ომი ფინეთთან. 1939-1940; აქ ფრეა – საბჭოთა კავშირმა ვერ მიაღწია ჰელსინკის აღებას და ფინეთის გასაბჭოებას და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შედეგადაც კი, მაინც აღარ სცადა ფინელების ოკუპაცია. დაკმაყოფილდა კარელიით. ფრეა, ოღონდ განუზომლად მცირე ქვეყანასთან, 50-ჯერ მცირე მოსახლეობით (3.7 მილიონი ფინელი და 170 მილიონი საბჭოელი);
● ავღანეთის ომი – 1979-1989; ამათთან რომ ყველამ წააგო, ვიცი. უბრალოდ რუსების წაგებულ ომებზე და “მაგათ ომს რას მოუგებს” ბოდვაზე ვსაუბრობ;
● ჩეჩნეთის ომი – 1994-1996; წააგეს პატარა, 0 რესურსის მქონე და იმ დროს მეომარ ხალხთან.
Для особо одаренных – ეს ყველაფერი ბუნებრივია არ ნიშნავს, რომ უკრაინაშიც ისე წააგებენ, როგორც ყირიმის ომში ან ისე დაიშლებიან, როგორც პირველი მსოფლიოს მერე, მაგრამ ის, რომ “რუსეთმა ყველა ომი მოიგო”, არის უდიდესი ტყუილი და სისულელე.
ყველა დიდი ომი მოიგო მოკავშირეების დახმარებით;
ბევრ დიდ თუ პატარა სახელმწიფოსთან ომში კი პირწმინდად დამარცხდა (ჩეჩნეთი სახელმწიფოც კი არ იყო).
Как-то так, товарищи