
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
გადავხედე ახალ ამბებს და რაღა აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში და რაღა Kakha Kaladze სა წალენჯიხაში! Ferrariს არაფერს ვერჩი, კარგი მანქანაა. არ მიკვირს , რომ წარმატებულ სპორტსმენს ჰყავს. არც ” შორტს”, საკმაოდ კარგად გამოიყურება, არც ტატუს- თავისი სხეულია, დანარჩენი გემოვნების საკითხია, არც თანამგზავრს, რომელზეც წერენ რომ კანონიერი ქურდის შვილიაო, არ ვიცი რამდენად მართალია, არც მაინტერესებს. მარტო ის მაინტერესებს, როგორ მოახერხა, რომ 13 წელია ქვეყანას მართავს (მმართველი პარტიის გენ.მდივანია) და წალენჯიხა პირველად აღმოაჩინა თავისი ლამაზი ბუნებით და სხვა ბევრი ღირსებით, რომელიც ვერ მოხვდა მისი მაღალი ყურადღების ქვეშ. ისიც მაინტერესებს, როგორ შეძლო, რომ წალენჯიხაში, სადაც ყოველი მეორე ბიჭი ფეხბურთელობაზე ოცნებობს , განსაკუთრებით ხვიჩას და იქ იუვენტუსის საფეხბურთო სკოლის გახსნის შემდეგ, ამ ბავშვებს არ შეხვდა, არ მოეფერა და იმედი არ მისცა, რომ მათაც აქვთ შანსი იყვნენ ისეთი წარმატებულები, როგორიც არის ხვიჩა, ან როგორიც თავად იყო ერთ დროს . ” შერცხვა ვითომ, იუვენტუსისის სკოლის წალენჯიხაში დამფუძნებული ოთხ კედელში რომ ჰყავს გამომწყვდეული?
ღმერთმა ქნას, მაგრამ მე არ მგონია ასე მორიდებული ბიჭი და კიდევ, ბატონო კახა, ამბობენ , მეორე მსოფლიო ომის დროს დეოფალი ბუხარს არ ანთებდა ზამთარში, რადგან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათო. მე არაფერი არ მიკვირს , გარდა იმისა, რომ ამსიოდენა ქონების პატრონი ხართ და ჯერ კიდევ გაკვირვებული ხართ თქვენივე შესაძლებლობებით. ბავშვობაში ახალ ტანსაცმელს რომ ჩავიცვამდი, ან ახალ სათამაშოს დავავლებდი ხელს და ბავშვებთან სათამაშოდ გავვარდებოდი, ბებიაჩემი მეტყოდა ხოლმე, ” ნუ იქცევი დანხვის ხატივითო. ეს ზემო იმერულად ” ხამს” ნიშნავს
არ მეგონა, თუ კიდევ ” დანახვის ხატი” იყავით.