ზურაბ ფარჯიანი: კრიტიკას რომ არ იღებთ წესიერად და უტიფრად გველაპარაკებით, ჩვენ “ქოცებს” გვარი-შვილობის გამო კი არ გვირჩევნიხართ

News.ge 1 დღე წინ 2
ზურაბ ფარჯიანი: კრიტიკას რომ არ იღებთ წესიერად და უტიფრად გველაპარაკებით, ჩვენ “ქოცებს” გვარი-შვილობის გამო კი არ გვირჩევნიხართ
“პატივცემულო ქართველო “პოლიტიკოსებო”, განსაკუთრებით ოპოზიციონრებო.
ჩვენ თქვენ რომ გიყურებთ, თქვენს მიღმა ვიხედებით. ვხედავთ 2012 წლამდე ოპოზიციაში მყოფ ბიძინას, თეას თუ სოზარს, 2003 წლამდე ოპოზიციაში მყოფებსაც ვხედავთ ზოგი და პირველ რიგში თუ არა, “მეორეში” მაინც თავში გვიტრიალებს – ხელისუფლებაში რომ მოხვალთ, მერე როგორები იქნებით და რას იზამთ.
ჰო-და ახლა, ოპოზიციაში, ანუ მაინც “სუსტის” პოზიციიდან რომ ქედმაღლურად და “გონორით” ესაუბრებით თქვენს ამომრჩეველს, კრიტიკას რომ არ იღებთ წესიერად და უტიფრად გველაპარაკებით, ჩვენ “ქოცებს” გვარი-შვილობის გამო კი არ გვირჩევნიხართ.
მაკა ბოჭორიშვილი, თუ ირაკლი დიდწილად მიუღებელი სწორედ მსგავსი უტიფრობის გამო არიან. თორემ “ღირსებით ევროპაში” ეგენიც იძახიან” – წერს სოციალურ ქსელში ინტელექტკლუბის ,,რა? სად? როდის?” წევრი, ბროლის ბუს მფლობელი ზურაბ ფარჯიანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია