ზურაბ გურული: ნუ მოგატყუებთ ის ფაქტი, რომ ახლა დაუსჯელად ასისხლიანებთ უდანაშაულო, პატიოსან მოქალაქეებს

News.ge 2 კვირის წინ 16
ზურაბ გურული: ნუ მოგატყუებთ ის ფაქტი, რომ ახლა დაუსჯელად ასისხლიანებთ უდანაშაულო, პატიოსან მოქალაქეებს
“მამამზევ ბატონო,
შევეცდები კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად აკადემიურად და კორექტულად აგიხსნათ, რომ დასრულებულია თქვენი თორმეტწლიანი პოლიტიკური ავანტურა. რესურსი აღარ არსებობს; გამოილია ფიზიკურად.
საგარეო რესურსი ნოლია. არცერთი ნორმალური ქვეყანა თქვენთან ურთიერთობას აღარ გააგრძელებს. გამორიცხულია უკვე.
შიდა ინტელექტუალური რესურსიც ნოლზეა.
რომელიმეს ტვინი რომ ჰქონოდა, აქამდე არ მიიყვანდა სიტუაციას. არავინ ნორმალური აღარ მოისურვებს თქვენთან ასოცირებას ქვეყნის შიგნითაც, ფანატიკოსების და კრიმინალების გარდა.
დროულად შეაჩერეთ ეს სიგიჟე. შეიწირავთ წესიერ ადამიანებს და მერე დანდობა აღარ იქნება არც თქვენი და არც თქვენი სატრაპების.
ჯერ კიდევ გვაქვს რესურსი, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა უკონტროლო ქაოსში ჩაძირვას. ვეღარ შეაჩერებთ ამ პროცესებს; თუ ჩემი არ გჯერათ, ჰკითხეთ თქვენს ხელფასიან მრჩეველებს.
ნუ მოგატყუებთ ის ფაქტი, რომ ახლა დაუსჯელად ასისხლიანებთ უდანაშაულო, პატიოსან მოქალაქეებს. ყველაფერს აქვს დუღილის წერტილი. გასკდება ეგ ყვარყვარეს ციხეც და აივსება მოთმინების ფიალაც.
დაიწყეთ მოლაპარაკება ახალ არჩევნებზე და დროებით მთავრობაზე,” –  წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .
სრულად წაიკითხეთ სტატია