
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
ხომ გეუბნებიდით, ქოცებო, ივანიშვილს დიდ სოვდაგრად არავინ დასვამს მაგიდასთან, სადაც დიდი ბიჭები სხედან მეთქი. როგორ ყელყელაობდით, დასავლეთს უფრო მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდებაო. გეგონათ ბიძინას ქვეყნის ისტორიით და გეოგრაფიით ვაჭრობაც შეეძლო? ისტორიას რუსეთს მიჰყიდდა, გეოგრაფიას – დასავლეთს და თვითონ იცხოვრებდა ტკბილად და ბედნიერად ამ ქვეყნის წარსულის და მომავლის ხარჯზე? ჩაგივარდათ ბიჭებო, კოვზი ჭორვილის ნაცარში? გაამრავლეს თქვენი გურუ ნულზე? ბანქოს კარგად თამაშობდა, თურმე ჭორვილაში სიყმაწვილეში და ” ჯოკერის” ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, შეგეზედმეტათ სინდისის და პოლიტპატიმრები სავაჭროდ რომ დაახვავეთ? ხომ ხედავთ, ისეთ პოლიტიკურ ნოკდაუნში აღმოჩნდით, რეგიონში გეოპოლიტიკური ტექტონიკური ძვრა მოხდა და პროპაგანდისტულ არხებზე ნიუსსაც ვერ დებთ, არ იცით საკუთარ ამომრჩეველს რა უთხრათ, გულზე მჯიღს რომ იცემდნენ, ევროპელები არა, ჩვენ კავკასიელები ვართო. აღარ ვართ არა კავკასიელები? ამიტომ უნდა დაგამხოთ!!! რომ აღარც ევროპელები ვართ, აღარც კავკასიელები თქვენს ხელში და გარუსებით კი არ გავრუსდებით!!!.